მთავარი აზია მიანმარი მიანმარში აქციების დროს დაღუპულთა რიცხვი 138-მდე გაიზარდა

მიანმარში აქციების დროს დაღუპულთა რიცხვი 138-მდე გაიზარდა

გაერთიანებული ერების ორგანიზაციის გენერალური მდივნის წარმომადგენლის, სტეფან დუჯარიკის განცხადებით, მიანმარში აქციების დროს დაღუპულთა რიცხვი 138-მდე გაიზარდა. მისი თქმით, მხოლოდ გასული კვირის განმავლობაში მიანმარში პოლიციის მხრიდან ძალადობას სულ მცირე 56 ადამიანი ემსხვერპლა. გენერალური მდივნის წარმომადგენლის განცხადებით, დაღუპულებს შორის ქალები და ბავშვებიც არიან.

„გენერალური მდივანი ანტონიო გუტერეში მკაცრად გმობს მშვიდობიანი მომიტინგეების მიმართ მიმდინარე ძალადობას და მიანმარის მოსახლეობის ადამიანის ძირითადი უფლებების დარღვევას“, – განაცხადა სტეფან დუჯარიკმა

მიანმარში საპროტესტო აქციები თებერვლის დასაწყისში მომხდარი სამხედრო გადატრიალების შემდეგ არ წყდება. დაკავებულია ქვეყნის პოლიტიკური ხელმძღვანელობა. სამხედროები აცხადებენ, რომ გასული წლის ნოემბერში არჩევნები მასშტაბური გაყალბებით ჩატარდა. ​მიანმარის მოსახლეობა პოლიტიკური ხელმძღვანელობის გათავისუფლებას ითხოვს. ვრცელდება ინფორმაცია, რომ სამხედროები აქციის მონაწილეებს ესვრიან. მიმიდნარე აქციების დროს დაკავებულია 2000-ზე მეტი ადამიანი.

უახლესი

სხვა ამბები

Send this to a friend