მთავარიკუბიგაეროს სააგენტოები ქალთა უფლებადამცველებს მხარდაჭერას უცხადებენ

გაეროს სააგენტოები ქალთა უფლებადამცველებს მხარდაჭერას უცხადებენ

გაეროს სააგენტოების ჯგუფი ხელისუფლებას მოუწოდებს,  გადადგას სათანადო და მტკიცე ნაბიჯები იმისთვის, რომ ქალთა უფლებადამცველებმა თავიანთი საქმიანობა უსაფრთხოდ შეასრულონ.

მათი თქმით, ბოლო დღეებში ქალთა უფლებადამცველების მიმართ საზოგადოების ნაწილი აგრესიასა და სიძულვილს იჩენდა და არც მუქარასა და ლანძღვას ერიდებოდა. გაეროს სააგენტოების წარმომადგენლები აღნიშნავენ, რომ ქალთა უფლებადამცველებს ისეთივე საფრთხე ემუქრებათ, როგორიც ადამიანის უფლებათა სხვა დამცველებს, მაგრამ, ამავდროულად, როგორც ქალები, ისინი გენდერული ნიშნით ძალადობის სამიზნეებიც ხდებიან.

უფლებადამცველები მათ წინააღმდეგ აგორებულ აგრესიულ კამპანიაზე მას შემდეგ დაიწყეს საუბარი, რაც ქართველმა ჩოგბურთელმა ნიკოლოზ ბასილაშვილმა გამარჯვება მოიპოვა დოჰას საერთაშორისო ტურნირზე. უფლებადაცველებმა საზოგადოებას შეახსენეს სპორტსმენის დანაშაული ყოფილ ცოლთან დაკავშირებით. ამ განცხადებამ ფეისბუკზე მომხმარებლების აგრესია გამოიწვია.

 

გავრცელდა დეზინფორმაციაც, თითქოს არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა ტურნირიდან ბასილაშვილის მოხსნა მოითხოვეს. სტატიას სათაურთან ერთად ერთვოდა სახალხო დამცველის ფოტო. საზოგადოების ნაწილს ეგონა, რომ, ორგანიზაციებთან ერთად, სახალხო დამცველი ნინო ლომჯარიაც ითხოვს ბასილაშვილის მოხსნას.

სტატიას გამოეხმაურნენ  ომბუდსმენის ოფისის წარმომადგენლები, რომლებმაც გავრცელებული ინფორმაცია უარყვეს და ეს ფაქტი სახალხო დამცველის მიზანმიმართული დისკრედიტაციის კამპანიად შეაფასეს.

 

უახლესი

სხვა ამბები

00:02:37

„ლურჯი მოცვი”

spot_imgspot_img
Send this to a friend