მთავარიევროპაგაერთიანებული სამეფოსარა ევერარდის მკვლელობასთან დაკავშირებით გამართულ საპროტესტო აქციაზე რამდენიმე ადამიანი დააკავეს

სარა ევერარდის მკვლელობასთან დაკავშირებით გამართულ საპროტესტო აქციაზე რამდენიმე ადამიანი დააკავეს

ლონდონში მიმდინარე საპროტესტო აქციაზე პოლიციამ რამდენიმე მომიტინგე დააკავა. მანამდე პოლიცია დემონსტრანტებს დაშლისკენ მოუწოდებდა და აფრთხილებდა, რომ ისინი კორონავირუსის გამო დაწესებულ შეზღუდვებს არღვევდნენ. პარალელურად კანონმდებლები ქალთა უსაფრთხოების შესახებ კანონების გამკაცრებას განიხილავენ. 33 წლის სარა ევერარდი 3 მარტს, ლონდონში სახლისკენ მიმავალი გაიტაცეს და მოკლეს. მოგვიანებით ამ ამბავთან დაკავშირებით ბრალი ერთ პოლიციელს წაუყენეს.

ასობით ადამიანი შეუერთდა ცენტრალურ ლონდონში მიმდინარე პროტესტს. დემონსტრანტები სარა ევერარდის მხარდამჭერთა მიმართ პოლიციის ქმედებას აპროტესტებდნენ.  დიდი ბრიტანეთის შინაგან საქმეთა მინისტრმა გააფრთხილა მოქალაქეები, კორონავირუსის გამო დაწესებული შეზღუდვები დაეცვათ და თავყრილობისგან თავი შეეკავებინათ. დემონსტრანტებს ულტიმატუმი წაუყენეს და დაშლისკენ მოუწოდეს. თუმცა თავიდან პარლამენტის მოედანზე გამართულ საპროტესტო აქციაზე პოლიცია ცდილობდა, არ ჩარეულიყო და დემონსტრანტები არ დაეკავებინა.

ევერარდის მკვლელეობამ  მთელი ბრიტანეთის მასშტაბით უბიძგა ქალებს, გამოსულიყვნენ და დაეცვათ თავიანთი უფლებები. ისინი აპროტესტებდნენ იმ მუქარებს, შეურაცხყოფასა და შევიწროებას, რომლებსაც ყოველდღიურად განიცდიან. მათ აღარ სურთ  შიშში ცხოვრება.

 

ამ დროს დიდ ბრიტანეთში, პრემიერ-მინისტრის ბორის ჯონსონის თავმჯდომარეობით გაიმართა შეხვედრა საგანგებო ჯგუფთან, რომელიც დანაშაულისა და მართლმსაჯულების საკითხებს იკვლევს. კანონმდებლები ასევე გეგმავენ  ახალი კანონპროექტის განხილვას ქალთა უფლებების შესახებ.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend