მთავარისაქართველოპაატა იმნაძე - გავიკეთე ვაქცინა და ამაში არაფერია საშიში

პაატა იმნაძე – გავიკეთე ვაქცინა და ამაში არაფერია საშიში

“თავს ვგრძნობ გადასარევად ხედავთ, რომ გავიკეთე ვაქცინა და ამაში არაფერია საშიში”, – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილე პაატა იმნაძე ჟურნალისტებს კოვიდ 19-ის საწინააღმდეგო ვაქცინაციის ჩატარების შემდეგ განუცხადა.

მისივე განმარტებით, ძალიან მნიშვნელოვანია ადამიანებმა ირწმუნონ, რომ ვაქცინის გარეშე დაავადებას ვერ დავამარცხებთ.

„ პირველ დღეს რეგისტრირებულია 2 ათასზე მეტი სამედიცინო პერსონალი. იმედია, ჩემი კოლეგები, რაც უფრო მეტი დრო გავა, მეტი დარეგისტრირდება.თავს ვგრძნობ გადასარევად.ადამიანებმა უნდა ირწმუნონ, რომ ვაქცინის გარეშე ჩვენ ამ დაავადებას ვერ დავამარცხებთ“, – განაცხადა პაატა იმნაძე, რომელმაც ვაქცინაცია ინფექციურ საავადმყოფოში, საჯაროდ გაიკეთა.

“ჩემთვის არავითარი მნიშვნელობა არ აქვს „ფაიზერი“ იქნება, თუ „ასტრაზენეკა“ . ეს არის ერთნაირი ხარისხის, მაღალი ხარისხის ვაქცინები. როცა „ფაიზერის“ შემოტანაზე იყო საუბარი, მაშინ მის შემოტანაზე ატეხეს ამბავი და იძახდნენ „ვაიმე „ფაიზერიო“. ახლა არის „ასტრაზენეკაზე“. არავითარი პრობლემა არ არის. ის, ვინც ვაქცინის წინააღმდეგია, ყველა ვაქცინის წინააღმდეგია და გთხოვთ ეს ყველამ კარგად დაიმახსოვრეთ”, – აღნიშნა იმნაძემ.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend