მთავარიმსოფლიომსოფლიოში ტყუპების რაოდენობა იზრდება

მსოფლიოში ტყუპების რაოდენობა იზრდება

მსოფლიოში ტყუპების რაოდენობა იმატებს. ბოლო ოცდაათი წლის განმავლობაში ტყუპების წილი მესამედით გაიზარდა. კვლევის ერთ-ერთი ავტორი ჟილ პისონი ამ მოვლენის მიზეზებს განმარტავს.

„ტყუპების რაოდენობა ორი მიზეზის გამო იზრდება. განვითარებულ ქვეყნებში მატულობს ე.წ ხელოვნური განაყოფიერების შემთხვევები, რაც ტყუპების გაჩენის შანსს ზრდის. მეორე მიზეზი კი ისაა, რომ ქალები უფრო გვიანდელ ასაკში ფეხმძიმდებიან“, – აცხადებს პროფესორი ჟილ პისონი.

მკვლევრების თქმით, ტყუპების გაჩენა ქალის ჯანმრთელობას უფრო მეტადა უქმნის საფრთხეს. კვლევაში ჩართულმა მეცნიერებმა მონაცემები სხვადასხვა ქვეყნიდან შეაგროვეს. აღმოჩნდა, ტყუპების წილი განსაკუთრებით გაიზარდა ჩრდილოეთ ამერიკასა და ევროპაში.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend