მთავარისაქართველოსაქართველოში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა შემოვიდა

საქართველოში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა შემოვიდა

კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის პირველი პარტია – 43 200 დოზა დღეს საქართველოში შემოვიდა.

საქართველოში შემოვიდა „ასტრაზენეკას“ ვაქცინა, შერჩეულია 82 დაწესებულება, სადაც 15 მარტიდან ვაქცინაციის პროცესი დაიწყება.

რამდენიმე დღის წინ გამართულ ბრიფინგზე ჯანდაცვის მინისტრმა, ეკატერინე ტიკარაძემ, განაცხადა, ვაქცინების შემოტანა ქვეყანაში ეტაპობრივად მოხდება.

„ვაქცინა შემოვა დაჩქარებული ტემპით. კიდევ ერთხელ მინდა დავადასტურო ძალიან დიდი მადლიერება კომპანიების მიმართ და ასევე, ჯანდაცვის სამინისტროს ყველა იმ თანამშრომლის მიმართ, რომლებიც ჩართულები არიან 24-საათიან რეჟიმში ვაქცინის მოწოდების პროცეში და ძალიან დიდ სამუშაოს სწევენ ამ მიმართულებით“, – განაცხადა ტიკარაძემ.

  • კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend