მთავარი საქართველო ნიკოლოზ ბასილაშვილი დოჰას ტურნირის გამარჯვებულია

ნიკოლოზ ბასილაშვილი დოჰას ტურნირის გამარჯვებულია

ნიკოლოზ ბასილაშვილი ყატარის დედაქალაქ დოჰაში მიმდინარე საერთაშორისო ტურნირის  გამარჯვებულია.

29 წლის ქართველმა ჩოგბურთელმა ფინალში ესპანელი რობერტო ბაუტისტა აგუტი 7:6, 6:2  დაამარცხა და კარიერაში ATP-ის მეოთხე ტიტული მოიპოვა.

საუკეთესო ქართველმა ჩოგბურთელმა ფინალამდე რთული გზა გაიარა: დაამარცხა ჯონ მილმანი, მალეკ ჯაზირი, ტეილორ ფრიტცი. ბასილაშვილისთვის და ქართული სპორტის გულშემატკივრებისთვის განსაკუთრებული გამოდგა მეოთხედფინალური შეხვედრა, რომელშიც ბასილაშვილმა მსოფლიოს ყველა დროის ერთ-ერთი საუკეთესო ჩოგბურთელი, როჯერ ფედერერი დაამარცხა. დოჰას ტურნირზე გამარჯვებით ბასილაშვილმა 250 სარეიტინგო ქულა მოიპოვა.

უახლესი

სხვა ამბები

ნიკოლოზ ბასილაშვილინიკოლოზ ბასილაშვილი