მთავარიევროპაგაერთიანებული სამეფობრიტანეთში 2020 წელს დისტანციურად 266 კონცერტი გაიმართა

ბრიტანეთში 2020 წელს დისტანციურად 266 კონცერტი გაიმართა

კორონავირუსის პანდემიამ ბარები, რესტორნები, ღამის კლუბები და მუსიკალური ინდუსტრია შემოსავლის გარეშე დატოვა. გამოსავალი ქრაუდფანდინგი აღმოჩნდა, რომელიც დაფინანსების ან ქველმოქმედების ალტერნატიული საშუალებაა და საზოგადოების კეთილ ნებას ეფუძნება.

ბრიტანეთში დაფუძნებული ქრაუდფანდინგის პლატფორმაში ამბობენ, რომ მათი შემოსავალი 46 მილიონით გაიზარდა და, წინა მარტთან შედარებით, 229 პროცენტით მეტია.

ლონდონის ისტორიულ ნაწილში ინდური კლუბის მეპატრონე იძულებული გახდა,  დახმარება ინტერნეტის მეშვეობით ეთხოვა.

იანვარში დაწყებულმა კამპანიის წყალობით,  კლუბისთვის 45 ათას ფუნტამდე თანხა მოაგროვეს.

“ზოგი ხუთი ფუნტს რიცხავდა, ზოგი კი – 2000 ფუნტს. შემოწირულება ძველი მომხმარებლებისგანაც მოდიოდა, ავსტრალიელიებისგანაც, იმათგან,  ვინც არასდროს ყოფილა აქ და ამის შესახებ მხოლოდ ინტერნეტის საშუალებით ჰქონდათ ინფორმაცია.  მგონია, რომ რთულ პერიოდში ადამიანის სიკეთე გადამწყვეტია“,-ამბობს კლუბის მენეჯერი ფიროზა მარკერი.

 

ქრაუდფანდინგ პლატფორმაში ამბობენ, რომ პროექტების მიღება 2020 წლის მარტიდან, პანდემიის შემდეგ დაიწყო და 13 ათასამდე პროექტი განხორციელდა, ეს ორჯერ მეტია, წინა წლებთან შედარებით.

„არასდროს გვინახავს, რომ 266 კონცერტი დისტანციურად გამართულიყო, ეს ცოტათი სიგიჟეა. თუმცა კარგად აღწერს იმ სიტუციას, რომელშიც მუსიკალური ინდუსტრია აღმოჩნდა. ისინი კორონავირუსს ებრძვიან“,-ამბობს კამპანიის მენეჯერი მაქს აპტონი.

კორონავირუსის შეზღუდვებმა დიდი ფინანსური ზარალი მიაყენა სასტუმროების ინდუსტრიას ევროპაში.

გასულ წელს სასტუმროებმა, რესტორნებმა და კაფეებმა წარმოუდგენელი დანაკარგი განიცადეს. ბევრი მათგანი კორონავირუსის შეზღუდვების გამო კვლავ დახურულია.

 

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend