მთავარიCOVID-19ერთი ექიმის ამბავი

ერთი ექიმის ამბავი

ნანა სარალიძე თბილისის ერთ-ერთი კლინიკის ნევროლოგიის განყოფილების ხელმძღვანელია, თუმცა პანდემიის დაწყებიდან დღემდე კოვიდპაციენტებს მკურნალობს. ნანა ამბობს, რომ კოვიდკლინიკაში ყოველთვის დღესასწაულია, როდესაც პაციენტს სახლში უშვებენ. ნანა სარალიძე პანდემიის დროს ყველაზე დასამახსოვრებელ მომენტებს „ევრონიუს ჯორჯიას“ უზიარებს.

 
„კორონავირუსთან ბრძოლის ყოველი დღე რთულია, თუმცა ერთ შემთხვევას გამოვარჩევ. კლინიკაში შემოიყვანეს 75 წლის ქალი, რომელიც ძალიან მძიმე მდგომარეობაში იყო. მისი შვილიც ინფიცირებული იყო, მდგომარეობა ამ შემთხვევაშიც მძიმე იყო. ორივე ჩვენს კლინიკაში მკურნალობდა. ქალბატონი თავის თავზე საერთოდ არ ფიქრობდა, მხოლოდ ის უნდოდა, რომ მისი შვილი გამოჯანმრთელებულიყო.  ეს ძალიან რთული სანახავი იყო.

პაციენტი სახლში რომ  მიდის, მგონი, მათზე მეტად ჩვენ გვიხარია. დიდი შრომისა და ნერვიულობის შედეგს რომ ვხედავთ და მათ სახლში ვუშვებთ, ძალიან სასიხარულო ამბავია. ისიც კი მიხარია ხოლმე, როდესაც პაციენტთან მივდივარ და ვეუბნები: „თქვენ უკვე კარგად ხართ, სახლში უნდა გაგწეროთ.“ არ მავიწყდება მათი თვალები, შეძახილები და ემოციები“, – ამბობს ნანა სარალიძე, ნევროლოგიის განყოფილების ხელმძღვანელი.

ანანო ღუდუშაური

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend