მთავარი ევროპა საბერძნეთი საბერძნეთში მკაცრდება სანქციები ცხოველთა მიმართ არასათანადო მოპყრობასთან დაკავშირებით

საბერძნეთში მკაცრდება სანქციები ცხოველთა მიმართ არასათანადო მოპყრობასთან დაკავშირებით

საბერძნეთში ცხოველების მიმართ არასათანადო მოპყრობაზე დაწესებული სანქციები გამკაცრდება. ამასთან აიკრძალება ძაღლებისა და კატების მაღაზიებიდან გაყიდვაც.  ახალი კანონპროექტის მიხედვით, შინაური ცხოველის აყვანა მხოლოდ ლიცენზირებულ ძაღლსაშენებში იქნება შესაძლებელი.

საბერძნეთში სანქციები მკარცდება შინაური ცხოველების არასათანადო მოპყრობასა და შეჯვარებასთან დაკაშირებით – ეს მხოლოდ იმ ჩამონათვალის მცირე ნაწილია, რომელიც კანონპროექტშია გათვალისწინებული.


პატრონებს ახლა მხოლოდ ერთხელ ექნებათ უფლება, რომ თავიანთი შინაური ცხოველები შეაჯვარონ.

ვეტერინარი ევანგელეა ნიზამი აცხადებს, რომ სტერილიზაცია პრობლემას მოაგვარებს, მაგრამ ამ ყველაფერს სწორი ორგანიზება სჭირდება. მისი თქმით, თუ სტერილიზაცია მხოლოდ ქუჩის ცხოველებს ეხებათ, კარგი იქნებოდა, მუნიციპალურ თავშესაფრებშიც იყვნენ ვეტერინარები, რომლებიც თავიანთ საქმეს დიდი პასუხისმგებლობით მოეკიდებიან.

ცხოველების შეჯვარების რეკლამასთან ერთად, ასევე აიკრძალება ძაღლებისა და კატების გაყიდვა მაღაზიებიდან. ცხოველების ყიდვა მხოლოდ აკრედიტებული პროფესიონალებისგან და ლიცენზირებული ძაღლსაშენიდან იქნება შესაძლებელი.

მარგარიტა ვებერი ძაღლსაშენის მფლობელია. მათთან ახალდაბადებულ ლეკვს დედას არ აცილებენ, სანამ 45 დღის არ გახდება და პირველი აცრა არ ჩაუტარდება. ეს კი, მისი თქმით, ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან ამ დროს ლეკვი დედისგან სწავლობს ყველაფერს. ახალ პატრონს არ ატანენ ოთხფეხა მეგობარს , სანამ ლეკვები 9 – 10 კვირის არ გახდებიან. ისინი ამ დროს ერთად თამაშობენ, ახალ ხმებს ეჩვევიან, მათ არ აქვთ შიშის შეგრძნება. მარგარიტა აღნიშნავს, რომ, თუ ვინმე ძაღლის შეძენას მაღაზიიდან ან სხვა ქვეყნიდან დააპირებს, რთული იქნება იმის დადგენა, რა მდგომარეობაშია ზოგადად ცხოველი, როგორი ხასიათი აქვს ან რამდენად ჯანმრთელია.

ასევე გამკაცრდება სასჯელი არასათანადო მოპყრობის შემთხვევაშიც.

ანგელიკი ლურიდა კინოლოგია. იგი თავის გამოცდილებას გვიზიარებს, მისი თქმით, ერთი თვე საკმარისია იმისთვის, რომ ძაღლმა ნებისმიერი შიში დაძლიოს. სხვა შემთხვევებში კი შესაძლოა, ცოტა მეტი დრო დასჭირდეს, თუმცა დროსთან ერთად სიტუაციაც უმჯობესდება.

მილუ ლაბრადორის ჯიშის ძაღლია, იგი თავშესაფარში დაიბადა და ყველა წესის დაცვით ჩააბარეს ახალ პატრონს. მას ჩიპი და სტერილიზაცია გაუკეთდა. ის ახლა მოსიყვარულე ოჯახში ცხოვრობს. იქ მას მზრუნველობას არ მოაკლებენ და უსაფრთხოდაც იქნება. ამ კანონპროექტის მიზანი კი ცხოველებისთვის პირობების გაუმჯობესებაა. ახალი კანონპროექტის წყალობით, ახლა უფრო მეტ ცხოველს ეყოლება პატრონი და ექნება სახლი.

უახლესი

სხვა ამბები