ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის წარმომადგენელი, კრისტიან დანიელსონი საქართველოს 12-14 მარტს ეწვევა. მისი მისიაა, ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის დიალოგის პროცესის განახლება. ოპოზიციური პარტიების ლიდერები ამბობენ, რომ არ წავლენ ისეთ კომპრომისებზე, რაც ქვეყნის მომავალს საფრთხის ქვეშ დააყენებს. მმართველ გუნდში კი ამბობენ, რომ გამჭვირვალე მოლაპარაკებებისთვის მზად არიან.