დაუკრეფელი ნარცისები

დიდ ბრიტანეთში დედის დღესთან დაკავშირებით მილიონობით ნარცისს კრეფენ. თუმცა წელს ბრექსიტისა და პანდემიის შეზღუდვების გამო მუშახელი შემცირდა. წლევანდელი სეზონი მეყვავილეებისთვის ყველაზე რთული გამოდგა, რაც იმას ნიშნავს, რომ მილიონობით ნარცისი დაჭკნება.

ნარცისის ფერმის მებაღე კევინ ჰაინსის აზრით, მთავარი პრობლემა მუშახელია, რომელიც ჩამოსვლასა და სამუშაოს შესრულებას ვერ ახერხებს.

„ასეთ დროს, წესით, 100-150 თანამშრომელი კრეფს ყვავილებს, ახლა მხოლოდ 25 თუ იქნება. ისინი აქ მოსვლას ვერ ახერხებენ“, – აღნიშნავს კევინ ჰაინსი.

ლინკოლნშირში ნარცისის მოყვანა მრავალმილიონიანი ბიზნესია, მაგრამ ეს სექტორი მაინც ვერ მოხვდა ბრექსიტის იმ სქემაში, რომელსაც უცხოელების დასაქმება შეუძლია.

ბრექსიტამდე წლიურად ამ ფერმაში საშუალოდ 25 მილიონ ნარცისს კრეფდნენ. ბრექსიტის შემდეგ კი ეს რიცხვი, სავარაუდოდ, 6 მილიონამდე დაეცემა. ეს იმიტომ ხდება, რომ ევროპელებს ასეთ ფერმაში მუშაობის უფლება არ აქვთ, რადგან ქოთნის მცენარეები ხილისა და ბოსტნეულის სექტორისგან განსხვავებულ კატეგორიაში შედის. ეს დიდ გავლენას ახდენს ბრიტანელ მეყვავილეებზე.“



საპილოტე სქემის მიხედვით, სეზონური მუშახელის ჩამოყვანა მხოლოდ საკვები პროდუქტების წარმოების სექტორს შეუძლია. ისინი, ვინც წელს ნარცისები დაკრიფა, გასული სეზონის შემდეგ ბრიტანეთიდან არ წასულან. სხვები კი სამუშაოდ აქ ვერ ბრუნდებიან.

ნარცისის ბიზნესის წამყვან ფერმერ ადამ ტეილორს მუშახელი ვერ ჩამოჰყავს, ის იძულებული გახდა, ექსპორტიც შეეჩერებინა. „ევრონიუსთან“ საუბარში ამბობს, რომ მათ არანაირი სამართლებრივი მტკიცებულება არ აქვთ, რომ მუშახელი სამუშაო ვიზით ჩამოიყვანონ.

„ბრიტანელმა ხალხმა ბრექსიტს მისცა ხმა, თუმცა საზოგადოებისთვის ასეთი დეტალები გასაგებად არ იყო ახსნილი. შობის ღამეს კი გამოგვიცხადეს, რომ ფანტასტიკურ ხელშეკრულებას მივაღწიეთ და რომ ყველაფერი კარგად იქნებოდა. მაგრამ ეს ასე არ არის. პოლიტიკოსების განცხადებებში ყველაფერი მარტივადაა, ყველაფერი შესაძლებელია, მაგრამ სინამდვილეში ეს ასე არაა“, – ამბობს მეყვავილე.

ხელისუფლება ყვავილების ბიზნესს აკვირდება და ცდილობს, ადგილობრივი მუშახელის დასაქმებას შუწყოს ხელი. თუმცა აშკარაა, რომ 2021 წელი ნარცისის მწარმოებლებისთვის საკმაოდ მძიმე პერიოდია.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend