მთავარიCOVID-19"არ იცი, ხვალ რა მოხდება, ამიტომ თუ გიყვარს, ჯობია, დღეს უთხრა" -...

“არ იცი, ხვალ რა მოხდება, ამიტომ თუ გიყვარს, ჯობია, დღეს უთხრა” – ერთი ექიმის ამბავი

ექიმ-რეანიმატოლოგი მაგდა რურუა ერთ-ერთია იმ ექიმთაგან, რომლებიც კორონავირუსით ინფიცირებულ პაციენტებს პანდემიის დაწყებიდანვე მკურნალობდნენ. მისი თქმით, წინა გაზაფხული საქართველოში ყველას მძიმედ ახსოვს. ეს პერიოდი განსაკუთრებით რთული ექიმებისთვის აღმოჩნდა, ვინაიდან კოვიდ-19-თან ბრძოლა მათ ჯერ კიდევ მაშინ დაიწყეს, როცა ვირუსის შესახებ თითქმის არაფერი იცოდნენ.

„ეს სიტუაცია რეანიმატოლოგისთვის ძალიან ნაცნობია, დღეს კარგად ხარ, ხვალ კი შეიძლება მდგომარეობა ისე შეიცვალოს,  რომ ადამიანს ვეღარასდროს უთხრა, რომ გიყვარს. არ იცი, ხვალ რა მოხდება, ამიტომ თუ გიყვარს, ჯობია, დღეს უთხრა, ვიდრე ხვალისთვის გადადო.

“ძალიან მნიშვნელოვანია პაციენტის განწყობა, რომ ბრძოლისუნარიანი იყოს. გვქონია შემთხვევა, ხელჩაქნეული მოსულან პაციენტები, რომლებიც ამბობდნენ: „მე კოვიდი დამემართა“, „მოვკვდები“, „ცუდად ვარ“. ამ დროს ექიმს არა მარტო მედიკამენტოზური მკურნალობა უწევს, არამედ მისი ფსიქოლოგიური გამხნევებაც.

ვცდილობთ, ეს გაზაფხული უფრო ფერადი და ლამაზი იყოს. გვინდა, რომ ნაკლები ინფიცირებული იყოს და ყველანი უფრო ხალისიანად შევხვდეთ“, – ამბობს მაგდა რურუა, ექიმ-რეანიმატოლოგი.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend