მთავარიაზიაჩინეთიაი ვევეიმ ვუჰანის შესახებ ფილმი გადაიღო

აი ვევეიმ ვუჰანის შესახებ ფილმი გადაიღო

აი ვეივეი მსოფლიოში ცნობილი ხელოვანი და აქტივისტია, რომლის ხმის ჩახშობასაც ჩინეთის მთავრობა ცდილობს. მის ახალ ფილმში „კორონაცია“ ნაჩვენებია, თუ რა მოხდა ვუჰანში ერთი წლის წინ, როდესაც ქალაქი მთლიანად ჩაიკეტა. კადრების ნაწილი აი ვეივეიმ ჩინეთის მთავრობისგან მოიპარა. ამის გამო ფილმის ჩვენება ქვეყანაში აკრძალულია.


„როგორც ხელოვანი, ვთვლი, რომ ოცდამეერთე საუკუნის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი მომენტი უნდა აღიბეჭდოს. მაშინ არ ვიცოდი, რომ პანდემია ასეთ მასშტაბებს მიაღწევდა, თუმცა ეს ფაქტი მაინც მნიშვნელოვნად მიმაჩნდა. ჩვენ გადავიღეთ ექვსი საავადმყოფო. ბევრი მასალა მოვაგროვეთ, თუმცა ყველაფრის ჩვენება, რა თქმა უნდა, ვერ შევძელით“, – აცხადებს აი ვევეი.

დოკუმენტური ფილმი „კორონაცია“ შეიცავს კადრებს, რომლებიც ვუჰანში ჩარჩენილმა აი ვეივეის მეგობრებმა გადაიღეს. ფილმში ვუჰანის საავადმყოფოების პალატებიც არის ნაჩვენები.

აი ვეივეიმ 500-საათიანი მასალა საათნახევრიან ფილმად გადააქცია. „კორონაცია“ ამჟამად ჟენევის ადამიანის უფლებების დაცვის ფესტივალზე არის წარდგენილი. ფილმის ნახვა ფესტივალის ვებგვერდზე 14 მარტამდე არის შესაძლებელი.

 

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend