მთავარიამერიკააშშსენატმა მერიკ გარლანდი აშშ-ის გენერალური პროკურორის თანამდებობაზე დაამტკიცა

სენატმა მერიკ გარლანდი აშშ-ის გენერალური პროკურორის თანამდებობაზე დაამტკიცა

ამერიკის შეერთებული შტატების სენატმა პრეზიდენტ ჯო ბაიდენის მიერ წარდგენილი მერიკ გარლანდი გენერალური პროკურორის თანამდებობაზე დაამტკიცა. პალატაში ერიკ გარლანდის კანდიდატურას მხარი 70-მა სენატორმა დაუჭირა, 30 კი წინააღმდეგი იყო. მომხრეებს შორის იყვნენ რესპუბლიკელი სენატორები: ლინდსი გრეჰემი და ჩაკ გრესლი.

პრეზიდენტ ბარაკ ობამამ, მერიკ გარლანდი , 2016 წელს უზენაესი სასამართლოს მოსამართლედ წარადგინა, თუმცა მაშინ მისი კანდიდატურა სენატში რესპუბლიკელებმა დაბლოკეს. გარლანდის კანდიდატურის დაბლოკვას სათავეში სენატის უმრავლესობის მაშინდელი ლიდერი მიჩ მაკკონელი ედგა, რომელმაც ამჯერად მხარი დაუჭირა გარლანდს, როგორც აშშ-ის მომავალ გენერალურ პროკურორს.

 

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend