მთავარიევროპასაფრანგეთისამუელ პატის მკვლელობის საქმეზე ახალი დეტალები ხდება ცნობილი

სამუელ პატის მკვლელობის საქმეზე ახალი დეტალები ხდება ცნობილი

ფრანგი მასწავლებლის სამუელ პატის შოკისმომგვრელი მკვლელობის საქმესთან დაკავშირებით ახალი დეტალები ხდება ცნობილი. როგორც აღმოჩნდა, გოგონა რომელმაც განაცხადა რომ პატიმ მოსწავლეებს წინასწარმეტყველი მუჰამედის სურათები აჩვენა და მუსლიმ მოსწავლეებს საკლასო ოთახის დატოვება სთხოვა იმ დღეს სკოლაში არ იმყოფებოდა. სამუელ პატის ადვოკატის განცხადებით, სწორედ ამ გოგონას ნათქვამმა გამოიწვია კამპანია სოციალურ ქსელში სამუელ პატის წინააღმდეგ რომელიც საბოლოოდ მისი მკვლელობით დასრულდა.

 
სკოლის მოსწავლე, რომელმაც განაცხადა, რომ სამუელ პატიმ მათ წინასწარმეტყველ მუჰამედის სურათები ანახა, იმ დღეს საკლასო ოთახში არ იმყოფებოდა. მან აღიარა, რომ თავდაპირველ ჩვენებაში მოიტყუა, რადგან სკოლიდან გარიცხვის ეშინოდა.

„სწორედ ამ გოგოს მიერ ნათქვამი ტყუილის გამო აგორდა კამპანია სოციალურ მედიაში სამუელ პატის წინააღმდეგ. ამ მოვლენამ საბოლოო ჯამში მისი მკვლელობა გამოიწვია.“ – აცხადებს სამუელ პატის ოჯახის ადვოკატი ვირჯინია ლე როი.

თინეიჯერმა გოგომ მამამისს უთხრა, რომ პატიმ მუსლიმ მოსწავლეებს საკლასო ოთახის დატოვება სთხოვა, რადგან იგი წინასწარმეტყველ მუჰამედის სურათების ჩვენებას აპირებდა. ამის შემდეგ მამამისმა სოციალურ მედიაში სამუელ პატის წინააღმდეგ წამოიწყო კამპანია, რომელიც მასწავლებლის მკვლელობით დასრულდა.

„მოსწავლის ნათქვამში  სიმართლეც იყო და ტყუილიც. მინდა, საზოგადოებამ გააცნობიეროს, რომ ის 13 წლის ბავშვია და ძალიან ნანობს იმას, რაც მოხდა. იგი არ იცნობს ადამიანს,  რომელმაც პატი მოკლა, იგი მას არასოდეს არ შეხვედრია. მას არასოდეს სურდა, რომ ბატონ პატის რამე დამართნოდა.“ – აცხადებს მოსწავლის ადვოკატი მბეკო ტაბულა.

სამუელ პატის მკვლელი აბდულა ანზოროვი პოლიციამ დანაშაულის ადგილას მოკლა. მომხდარმა მთელი საფრანგეთი შეძრა. საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა მასწავლებლის ოჯახს ქვეყნის უმაღლესი ჯილდო გადასცა, სამუელ პატის ხსოვნას კი პატივი დაკრძალვაზე მიაგო.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend