მთავარიევროპარუსეთირუსეთში „ტვიტერის“ მუშაობა შეიზღუდა

რუსეთში „ტვიტერის“ მუშაობა შეიზღუდა

კრემლში აცხადებენ, რომ სოციალური მედიის კომპანია „ტვიტერი“ სახელმწიფო რეგულაციებს არ ემორჩილება და მისი მუშაობა დროებით შეიზღუდება. რუსეთი კომუნიკაციების სააგენტოს განცხადებით, შეზღუდვები არ მოიხსნება ვიდრე ტვიტერი სხვადასხვა სახის აკრძალულ მასალას არ წაშლის. მათი თქმით, მასალა საბავშვო პორნოგრაფიას, ნარკოტიკების მოხმარებასა და სუიციდის წახალისების ფაქტებს შეიცავს.

„აუცილებელია, გატარდეს შესაბამისი ღონისძიებები, რათა სოციალური მედიის კომპანიები სახელმწიფო უწყებების კანონიერ მოთხოვნებს დაემორჩილონ. თუ მათ რუსეთის ფედერაციის ტერიტორიაზე სურთ მუშაობის გაგრძელება, მათ ამის გაკეთება მოუწევთ. შეუძლებელია რომელიმე კომპანია ეწეოდეს საქმიანობას ჩვენს ტერიტორიაზე და ამავდროულად კანონის მიღმა მოქმედებდეს“, – აცხადებს რუსეთის პრეზიდენტის პრესსპიკერი დმიტრი პესკოვი.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend