2021 წელი კლიმატის ცვლილების წინააღმდეგ ბრძოლაში მნიშვნელოვანი წელი იქნება. ბოლო ოთხი წლის მანძილზე პირველად ამერიკის შეერთებული შტატებისა და ევროკავშირის ინტერესები ამ სფეროში სრულ თანხვედრაშია. ჯო ბაიდენის სპეციალური წარმომადგენელი კლიმატის საკითხებში ჯონ კერი ბრიუსელში იმყოფება.
„ეს კრიზისია, მაგრამ ამავე დროს ინდუსტრიული რევოლუციის შემდეგ ყველაზე დიდი შესაძლებლობა გადავდგათ ნაბიჯი უკეთესი მომავლისაკენ. ეს არის შესაძლებლობა ეკონომიკის განახლებისათვის, იქმნება ახალი პროდუქტები, ტექნოლოგია, სწორედ ეს არის გამოსავალი არსებული კრიზისიდან და ამ მოცემულობაში ევროკავშირზე უკეთესი პარტნიორი ჩვენ არ გვეგულება“, – ჯონ კერი, აშშ- ის პრეზიდენტის წარმომადგენელი კლიმატის საკითხებში.
ევროკავშირმა უკვე მიიღო გადაწყვეტილება მიაღწიოს კლიმატ ნეიტრალიტეტს 2050 წლისათვის. მიდგომა ევროპის მწვანე შეთანხმების ნაწილია, ბაიდენის ადმინისტრაცია კი ემზადება საკუთარი მსგავსი პროექტისათვის რომლის თანახმადაც 2030 წლისათვის ამერიკის შეერთებულმა შტატებმა მნიშვნელოვნად უნდა შეამციროს საწვავით გამოწვეული გამონაბოლქვის რაოდენობა.
“კლიმატის ცვლილება გლობალური მასშტაბის გამოწვევაა. აუცილებელია, პროცესებში ჩინეთის, ინდოეთისა და ბრაზილიის მონაწილეობა. ჩვენ ვიხილეთ ჩინეთის მიერ წარმოდგენილი 5 წლიანი გეგმა კლიმატის ცვლილებიბასთან დაკავშირებით, მე იმედგაცრუებული ვარ ვინაიდან მიუხედავად იმისა რომ ჩინურ დოკუმენტში ნახსენებია მათი მიზნები 2050 წლისათვის, გაუგებარია რა გზით აპირებს ჩინური მხარე შედეგის მიღწევას,” – ბას ეიკჰაუტი, ევროპარლამენტარი.
ჯონ კერი ვიზიტის დროს შეხვდა ურსულა ფონ დერ ლაიენსა და დაესწრო ევროკავშირის კომისრების ყოველკვირეულ შეხვედრას. ჯონ კერიმ შეხვედრები გამართა ჟოზეფ ბორელთანაც.