მთავარიმსოფლიოევროპასაფრანგეთში მოქალაქეებს კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინას აფთიაქებში გაუკეთებენ

საფრანგეთში მოქალაქეებს კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინას აფთიაქებში გაუკეთებენ

საფრანგეთში ჯანდაცვის 10-წლიანი სამუშაო გეგმა წარადგინეს, რომლის ბიუჯეტიც 19 მილიარდი ევროა. თუმცა ფარმაცევტებს დღევანდელი დღე უფრო აღელვებთ, რადგან მათ ვაქცინაციის გაკეთება უწევთ. 15 მარტიდან 50 წელს გადაცილებულები, რომელთაც ჯანმრთელობის პრობლემები აქვთ, ვაქცინაციას აფთიაქებში გაიკეთებენ.

ვაქცინაციის გაკეთებამდე მოსახლეობას კითხვარის შევსება მოუწევს. ექიმის გაცემული რეცეპტი საჭირო არ იქნება, ფარმაცევტს თავად შეეძლება ვაქცინის რეცეპტის გაცემა, თუ პაციენტმა მოთხოვნები დააკმაყოფილა.

„ჩვენ პაციენტის დაბადების თარიღს ვიწერთ და ჯანმრთელობის ისტორიას სრულად ვამოწმებთ, რის შედეგადაც ვწყვეტთ, ვინ აიცრება პირველ რიგში“, ამბობს ფარმაცევტი.

მალე ახალი დანიურ ვაქცინა ტესტირებას გაივლის. დანიაში, ახალ ვაქცინას, „ადაპტვაკს“, თავიდან 42 მოხალისე გაიკეთებს. მას რამდენიმე უპირატესობა აქვს. მიჩნეულია, რომ ის უფრო დიდი ხნის განმავლობაში იცავს სხეულს. თუმცა ეს ტესტების შედეგად დაზუსტდება.



ესტონეთში ვირუსთან ბრძოლის მთავარი იარაღი კვლავ საყოველთაო კარანტინია. შეზღუდვები კიდევ უფრო გამკაცრდება. რესტორნები მხოლოდ შეკვეთებზე იმუშავებს, ხოლო სკოლებში სწავლა დისტანციურად ჩატარდება. ბოლო 14 დღის განმავლობაში 100 000 მოსახლეზე 1300 შემთხვევა დადასტურდა. გამკაცრებული შეზღუდვები 11 მარტიდან შემოვა ძალაში.

საბერძნეთმა საზღვრები იმ ტურისტებისთვის გახსნა, რომლებსაც ვაქცინაცია აქვთ ჩატარებული, აქვთ ანტისხეულები ან უარყოფითი პასუხის დამადასტურებელი დოკუმენტი. საბერძნეთისთვის ტურიზმი მთავარი შემოსავალია, შესაბამისად, ქვეყანა მხარს უჭერს ვაქცინაციის სერტიფიკატებს ევროკავშირში.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend