პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის და ნდობის ჯგუფის წევრებმა 10 მარტს ვაზიანში განთავსებულ საბრძოლო მომზადების ცენტრი (CTC), მე-5 საარტილერიო და მე-4 მექანიზირებულ ბრიგადები მოინახულეს.
ბრიგადებსა და საბრძოლო მომზადების ცენტრში დეპუტატებისთვის სპეციალური ბრიფინგი გაიმართა. პარლამენტარებმა მიიღეს დეტალური ინფორმაცია დანაყოფების სტრუქტურისა და ამოცანების შესახებ, დაათვალიერეს ინფრასტრუქტურა, მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტები, ბრიგადების შტაბები, ძირითადი ტექნიკა და შეიარაღება, ეკიპირება, მათ შორის უნიფორმები და ფეხსაცმლები. კანონმდებლები იმყოფებოდნენ ყაზარმებში, გაეცნენ სამხედრო მოსამსახურეების საცხოვრებელ, ასევე კვებით პირობებს და მათთან ერთად ისადილეს. მე-4 მექანიზირებულ ბრიგადაში, დეპუტატებმა გვირგვინით შეამკეს საქართველოს ერთიანობისთვის დაღუპულ გმირთა მემორიალი.
პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის/ნდობის ჯგუფის თავმჯდომარის, ირაკლი ბერაიას განცხადებით, კომიტეტი თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროების საქმიანობას ეცნობა.
“კომიტეტი ინტენსიურად ეცნობა თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროში შესაბამისი უწყებების საქმიანობას. ერთ-ერთი ასეთი ვიზიტი შედგა დღეს ვაზიანში, სადაც გვქონდა შესაძლებლობა ადგილზე გავცნობოდით და შეგვეფასებინა თავდაცვის უწყებაში, სხვადასხვა მიმართულებით განხორციელებული რეფორმები, გადადგმული ნაბიჯები და მნიშვნელოვანი მიმდინარე პროექტები, რაც უკავშირდება თავდაცვის ძალების საბრძოლო მზდყოფნის ამაღლებას, შეირაღებისა და აღჭურვილობის მოდერნიზაციას, სამხედრო ინფრასტრუქტურის განვითარებას, სამხედრო მოსამსახურეების საბრძოლო მომზადებას, მათ ეკიპირებას, საცხოვრებელ პირობებს და კვებას“, – განაცხადა ირაკლი ბერაიამ.
მან აღნიშნა, რომ თავდაცვის საკითხების პრიორიტეტულია და ქვეყნის თავდაცვისუნარიანობისა და ნატოს სტანდარტების დანრეგვის კუთხით ბერვი რამ კეთდება.
„ნამდვილად შთამბეჭდავია ის, რაც თავდაცვის ძალებში ხორციელდება ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის განმტკიცებისა და ნატო-სთან თავსებადობის ამაღლების თვალსაზრისით. დღეს ჩვენს ჯარს აქვს თანამედროვე შეიარაღება, საუკეთესო საბრძოლო მომზადება, მაღალი ხარისხის უნიფორმა და ეკიპირება, შესანიშნავი კვება, სამსახურისა და ცხოვრების, მკურნალობის და რეაბილიტაციის ღირსეული პირობები. გულდასაწყვეტია, როდესაც გარკვეული პოლიტიკური ჯგუფები და ზოგიერთი მედია საშუალებები, ამ საკითხებთან დაკავშირებით დეზინფორმაციის გავრცელებით და ფაქტების დამახინჯებით მიზანმიმართულად ეწევიან თავდაცვის ძალების დისკრედიტაციას და თავდაცასთან დაკავშირებული საკითხების პოლიტიზირებას. აუცილებელია ყველა, განურჩევლად პოლიტიკური კუთვნილებისა, პასუხისმგებლობით, სახელმწიფოებრივად მოეკიდოს მსგავს საკითებს, დააფასოს ჩვენი ჯარისკაცების ღვაწლი და სამსახური. საქართველოს წინაშე არსებული საფრთხეების გათვალისწინებით, აუცილებელია თავდაცვის დაფინანსების გაზრდა, თავდაცვაში კიდევ უფრო მეტი რესურსების მიმართვა. ჩვენ, კანონმებლები ყველაფერს გავაკეთებთ ამ მიმათულებით ეფექტიანი ნაბიჯების გადასადგმელად”, – თქვა პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის/ნდობის ჯგუფის თავმჯდომარემ.