საქართველოს პრემიერ-მინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი ამერიკის შეერთებული შტატების ელჩს საქართველოში, კელი დეგნანს შეხვდა. მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, მათ სტრატეგიული პარტნიორი ქვეყნების ურთიერთთანამშრომლობის საკითხები განიხილეს.
ასევე, ერთ-ერთი მთავარი თემა ქვეყანაში არსებული პოლიტიკური ვითარება იყო . იმავე წყაროს ცნობით, დიპლომატმა და პრემიერ-მინისტრმა აღნიშნეს, რომ პოლიტიკური კრიზისის მოგვარება აუცილებელია, რათა ქვეყანამ კვლავ გაამახვილოს ყურადღება ისეთ მნიშვნელოვან საკითხებზე, როგორიცაა ეკონომიკის აღდგენა პოსტპანდემიურ პერიოდში.