მთავარი გადაცემები კუბი მსოფლიოში ვაქცინის 300 მილიონზე მეტი დოზა უკვე გაკეთდა

მსოფლიოში ვაქცინის 300 მილიონზე მეტი დოზა უკვე გაკეთდა

ვაქცინაციის პროცესი მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში სწრაფად, თუმცა მაინც განსხვავებული ტემპით მიმდინარეობს. ზოგიერთმა ქვეყანამ ვაქცინა დიდი რაოდენობით შეიძინა, ზოგი ქვეყანა კი დღემდე ელოდება ვაქცინის პირველ ნაწილს.

საინფორმაციო სააგენტო „ბლუმბერგის“ მონაცემებით, დღეში დაახლოებით 8 მილიონი დოზა კეთდება. თუ ასე გაგრძელდა, მოსახლეობის 75%-მა ვაქცინის ორი დოზა რომ მიიღოს, დაახლოებით 4 წელი დასჭირდება.

ვაქცინაცია სხვადასხვა ქვეყანაში განსხვავებული ტემპით მიმდინარეობს. ამ მხრივ მსოფლიოში ლიდერი ქვეყანა კვლავ ისრაელია, რომელმაც მოქალაქეების 97%-ის აცრა, ამათგან 40% – ორჯერ.  აღსანიშნავია, რომ ისრაელმა 8 მარტს დაიწყო იმ პალესტინელების ვაქცინაცია, რომლებიც მდინარე იორდანის დასავლეთ ნაწილში ცხოვრობენ და მუშაობენ ისრაელში.

სტატისტიკის მიხედვით, ისრაელის შემდეგაა სეიშელის კუნძულები, არაბთა გაერთიანებული საამიროები, დიდი ბრიტანეთი და აშშ.

 

„ბლუმბერგის“ ანალიტიკოსები 9 ყველაზე პერსპექტიულ ვაქცინას აკვირდებიან, რომელთაგან 7 უკვე ხელმისაწვდომია საზოგადოებისთვის. საერთო ჯამში ამჟამად 200-მდე ვაქცინას უტარდება კვლევები და ცდები.

პირველი ვაქცინა, რომელიც ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ მიიღო, „ფაიზერისა“ და „ბიონტექის“ ვაქცინა იყო. სწორად ამ ვაქცინას იყენებენ დღეს მსოფლიოს უმეტეს ქვეყანაში.

საქართველოში ვაქცინის პირველი ნაწილი „კოვაქსის“ პლატფორმის დახმარებით უნდა შემოვიდეს. „კოვაქსის“ პლატფორმით ვაქცინები უკვე მიიღო აფრიკის ორმა ქვეყანამ: განამ და კოტ-დივუარმა, ხოლო 8 მარტს 500 ათასი დოზა გაეგზავნა ავღანეთს. ავღანეთი შუა აღმოსავლეთში პირველი ქვეყანაა, რომელმაც „კოვაქსიდან“ მიიღო ვაქცინა.

საქართველოში ვაქცინაცია ჯერჯერობით არ არის დაწყებული. ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე თამარ გაბუნია ამბობს, რომ საქართველოში „ასტრაზენეკას“ ვაქცინის პირველ ნაწილს 22 მარტიდან ელოდებიან.

უახლესი

სხვა ამბები