მთავარი ამერიკა ბრაზილია ბრაზილიის ყოფილ პრეზიდენტს პოლიტიკური უფლებები აღუდგა

ბრაზილიის ყოფილ პრეზიდენტს პოლიტიკური უფლებები აღუდგა

ბრაზილიაში მოულოდნელი სიახლეა. ყოფილ პრეზიდენტ ლუის ინასიუ ლულა და სილვას ქვეყნის უზენაესმა სასამართლომ კორუფციის ბრალდება მოუხსნა.

მას ბრაზილიის სახელმწიფო ნავთობის კომპანიასა და კორუფციულ გარიგებაში მონაწილეობასთან დაკავშირებული 2 ბრალდება მოეხსნა და აღუდგა პოლიტიკური უფლებები.

კრიტიკოსების აზრით,  ეს გადაწყვეტილება პოლიტიკური ბომბია, რადგან, დიდი ალბათობით, ყოფილი პრეზიდენტი  2022 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში მიიღებს მონაწილეობას და კონკურენციას გაუწევს მოქმედ პრეზიდენტს ჟაირ ბოლსონარუს.

ბრაზილიაში მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით აზრთა სხვადასხვაობაა. ზოგს გაუხარდა ყოფილი პრეზიდენტის პოლიტიკურ ასპარეზზე დაბრუნება, ზოგიც კი ეჭვის თვალით უყურებს კორუფციულ გარიგებებში დადანაშაუნებულ ლულა და სილვას.

 

ბრაზილიის პრეზიდენტ ჟაირ ბოლსონარუს კორონავირუსის პანდემიის მართვასთან დაკავშირებით ხშირად აკრიტიკებენ,  თუმცა იგი საზოგადოებაში მაინც დიდი პოპულარობით სარგებლობს.

უახლესი

სხვა ამბები