მთავარიმსოფლიო"მომავალ ათ წელიწადში 100 მილიონზე მეტი გოგონა არასრულწლოვან ასაკში გათხოვდება" - იუნისეფი

“მომავალ ათ წელიწადში 100 მილიონზე მეტი გოგონა არასრულწლოვან ასაკში გათხოვდება” – იუნისეფი

ორგანიზაცია იუნისეფის განცხადებით მიმდინარე ათწლეულში ას მილიონზე მეტი გოგონა არასრულწლოვან ასაკში გათხოვდება. კვლევის თანახმად, პანდემიის მიერ გამოწვეული ეკონომიკური და სოციალური ცვლილებების გამო ეს რიცხვი ათი მილიონით გაიზარდა. ექსპერტების თქმით, არასრულწლოვან ასაკში ქორწინებამ შეიძლება უარყოფითი გავლენა იქონიოს ქალების ფსიქიკასა და კეთილდღეობაზე. იუნისეფისგანცხადებით, არასრულწლოვან ასაკში გათხოვების შედეგად გოგოებს ხშირ შემთხვევაში ეზღუდებათ განათლების მიღების უფლება, რაც მათ ეკონომიკურ მდგომარეობაზე უარყოფითად აისახება.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend