მთავარი აზია ისრაელი ისრაელში „მწვანე პასპორტების“ მქონე პირებისთვის შეზღუდვები შეამსუბუქეს

ისრაელში „მწვანე პასპორტების“ მქონე პირებისთვის შეზღუდვები შეამსუბუქეს

მას შემდეგ, რაც ისრაელში მოსახლეობის თითქმის ნახევარი აიცრა, მთავრობამ ეკონომიკის განახლება და კორონავირუსის გამო დაწესებული შეზღუდვების შემსუბუქება გადაწყვიტა. დასაშვები ხდება :

საზოგადოებრივი შეკრებები, მათ შორის რესტორნებსა და კაფე-ბარებშიც, თუმცა მისვლა მხოლოდ იმ ადამიანებს შეუძლიათ, რომელთაც უკვე ჩაუტარდათ კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაცია. ისინი ვალდებული არიან, წარადგინონ ეგრეთ წოდებული მწვანე პასპორტი იმის დასტურად, რომ მათ გადატანილი აქვთ კორონავირუსი ან მიღებული აქვთ ვაქცინა. მოსახლეობა  კმაყოფილია შეზღუდვების შემსუბუქებით.

 

პრემიერ-მინისტრი ბენიამინ ნეთანიაჰუ მხარს უჭერს შეზღუდვების შემსუბუქებას და აცხადებს, რომ ეს დიდებული დღეა, თუმცა მოსახლეობას მაინც სიფრთხილისკენ მოუწოდებს. თითოეული ადამიანი ვალდებულია, ატაროს ნიღაბი და დაიცვას სოციალური დისტანცია.

ისრაელში უკვე დაწყებულია მწვანე პასპორტების გაცემა, ევროპის ქვეყნებში კი, მაგალითად, საფრანგეთში, ახლა აპირებენ ვაქცინაციის პასპორტების საკითხის განხილვას. კრიტიკოსების აზრით, კოვიდპასპორტების შემოღება არსებულ უთანასწორობას უფრო გააღრმავებს, კონფიდენციალურობის საკითხიც გართულდება  და შესაძლოა, ადამიანები თაღლითობის მსხვერპლნი გახდნენ.

უახლესი

სხვა ამბები

ისრაელშიისრაელში
Send this to a friend