მთავარიევროპაშვეიცარიაშვეიცარიაში საზოგადოებრივ სივრცეებში სახის დაფარვა აიკრძალება

შვეიცარიაში საზოგადოებრივ სივრცეებში სახის დაფარვა აიკრძალება

შვეიცარიაში საზოგადოებრივ ადგილებში სახის დაფარვა აიკრძალება, რამაც ქვეყანა ორად გახლიჩა. რეფერენდუმის შედეგად მიღებულ გადაწყვეტილებას ამომრჩეველთა მხოლოდ 51 პროცენტმა დაუჭირა მხარი.

ისინი, ვინც ჩადრის ტარებას ეწინააღმდეგებიან, მიანჩნიათ, რომ ამ გადაწყვეტილებით შვეიცარიის კულტურას იცავენ. ჩადრის ტარების მომხრეები ამ წესს ისლამოფობიად აფასებენ და მას სექსისტურს უწოდებენ.

ეროვნული საბჭოს წევრი, შვეიცარიის სახალხო პარტიის წარმომადგენელი ვალტერ ვობმანი კანონის მიღებასთან დაკავშირებით საუბრობს:

„საერთო ჯამში, კანონი სახის დაფარვას შეეხება. ჩვენი კულტურისთვის დამახასიათებელია, რომ სახე ყველამ გამოაჩინოს, რადგან თუ სახის ნაწილს ფარავ, მაშინ პიროვნების ნაწილსაც მალავ. ეს ჩვენი კულტურისთვის უცხოა. ეს ჩვენს ძირითად ღირებულებებსა და სოციალურ სისტემას ეწინააღმდეგება“.

ახალ კანონს არ ეთანხმება ლიბერალური პარტიის წევრი ადრეა კარონი, რომელიც ასევე ეროვნული საბჭოს წევრია.

 
„ჩვენი ქვეყანა ინკლუზიურია; ჩვენ შეგვიძლია უცხო ადამიანები ჩვენს საზოგადოებაში მივიღოთ. ჩვენ ასევე შეგვიძლია, აღვასრულოთ სამართალი მაშინ, როცა წესები ირღვევა. თუმცა ეს ყალბი პრობლემის ყალბი გამოსავალია, როდესაც რამდენიმე ქალს გამოარჩევთ და უბრძანებთ, რა უნდა ჩაიცვან და რა არა. იმედი მაქვს, რომ ეს ყველაფერი მალე დასრულდება“, – ამბობს ადრეა კარონი.

მიუხედავად იმისა, რომ შვეიცარიაში მთლიანი სახის დამფარავი ჩადრი მხოლოდ რამდენიმე ქალს უკეთია და მათი უმეტესობა ტურისტია, რეფერენდუმმა ქვეყანაში დიდი განხეთქილება გამოიწვია.

ისაბელ პასქიერ-ეიშენგერგერს, მწვანეთა პარტიის წარმომადგენელს ეროვნულ საბჭოში, მიაჩნია, რომ ახალი კანონი იმ საზოგადოების გარიყვას უწყობს ხელს, რომელიც შვეიცარიაში კარგად არის ინტეგრირებული.

„შვეიცარიაში ჩვენ გაგვიმართლა, რომ შეგვიძლია ახალი კანონები წარვადგინოთ და დავამტკიცოთ. თუმცა ეს გონივრულად უნდა გაკეთდეს. ჩვენ ახლა ვამტკიცებთ კანონს, რომელიც შეიძლება 30 ქალს შეეხოს. ეს დემოკრატიული უფლებების არასწორი გამოყენებაა და ამიტომაც ვეწინააღმდეგებით მიღებულ კანონს“, – ამბობს ისაბელ პასქიერ-ეიშენგერგერს

მუსლიმანები კანონს გმობენ და მის გაპროტესტებას აპირებენ.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend