ეკვატორულ გვინეაში, ქალაქ ბატაში სამხედრო ყაზარმებში მომხდარ აფეთქებას 20 ადამიანი ემსხვერპლა და 600-ზე მეტი დაშავდა.
ადგილობრივი მედიის მიერ გავრცელებულ კადრებში ჩანს აფეთქების ადგილზე წარმოქნილი უზარმაზარი კვამლი და როგორ გარბის ყვირილით ბატას ქუჩებში ათეულობით ადამიანი. აფეთქების შედეგად სახლებს სახურავები გადაეხადა. დაშავებული ადამიანები კი საავადმყოფოებში გადაიყვნეს.
ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრი სიმეონ ოიონი ესონო ანგე დამხარებისთვის მეზობელ ქვეყნებს და საერთაშორისო ორგანიზაციებს მიმართავს და აცხადებს, რომ კორონავირუსის პანდემიის გამო ისედაც მძიმე მდგომარეობაში იმყოფებიან, ახლა კი ამ ყველაფერს ბატაში მომხდარი ტრაგედიაც დაემატა.
ერთ-ერთმა ექიმმა ადგილობრივ მედიას განუცხადა, რომ კრიზისულ მდგომარეობაში არიან და საავადმყოფოები უკვე გადავსებულია. მისი თქმით, კოვიდპაციენტებისთვის გადაკეთებულ სპორტულ დარბაზში აფეთქების შედეგად დაშავებულ მცირე დაზიანებების მქონე პაციენტებს მიიღებენ.
ქვეყნის პრეზიდენტის ინფორმაციით, ყაზარმებში აფეთქება დინამიტის გაუფრხილებელმა მოპყრობამ გამოიწვია.