მთავარიაზიაინდოეთიდალაი ლამამ კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა გაიკეთა

დალაი ლამამ კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა გაიკეთა

ტიბეტის სულიერი მოძღვარი დალაი ლამა შაბათს, ქალაქ დჰარამსალას საავადმყოფოში აიცრა.

ვაქცინის გაკეთების შემდეგ 85 წლის ბერმა ადამიანებს გამბედაობისკენ მოუწოდა და აცრის მნიშვნელობაზე ისაუბრა.

“იმისათვის, რომ თავიდან ავირიდოთ სერიოზული პრობლემები აცრა აუცილებელია”,-თქვა დალაი ლამამ.

საავადმყოფოს ადმინისტრაციის თქმით, მოძღვარი აცრაზე რიგით პაციენტად გამოცხადდა და ვაქცინის გაკეთების შემდეგ 30 წუთის განმავლობაში ექიმების დაკვირვების ქვეშ იმყოფებოდა.

შაბათსვე, დალაი ლამას რეზიდენციაში მცხოვრები 10 ადამიანიც აიცრა.

ინდოეთში ამ დროისთვის კორონავირუსის 11 მილიონი შემთხვევაა დაფიქსირებული და 157 ათასზე მეტი გარდაცვლილი.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend