საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის თქმით საქართველოში ფაიზერის ვაქცინა სავარაუდოდ 22 მარტის შემდეგ შემოვა. მან ეს განცხადება ჯანდაცვის სამინისტროში გამართული ბრიფინგის დროს გააკეთა. მისი თქმით ჯანდაცვის სამინისტროს, კოვაქს პლატფორმასა და ფაიზერის მწარმოებელთან სატელეფონო საუბარი დღეს შედგა.
“დღევანდელი საუბრის შედეგად უნდა დაზუსტებულიყო დამატებითი დეტალები “ფაიზერის” ვაქცინის მოწოდებასთან დაკავშირებით. კონკრეტული ინფორმაცია მოითხოვა “ფაიზერმა” ვაქცინაციის ადგილებსა იმ ცენტრებთან დაკავშირებით სადაც აეროპორტიდან ვაქცინის გადატანა მოხდება. ეს სამედიცინო დაწესებულებები მარეგულირებლის მიერ დიდი ხანია შერჩეულია და ეს ინფორმაცია “ფაიზერის” სათაო ოფისში გაიგზავნა საბოლოო დასტურისთვის. წინასწარი ინფორმაციით ვაქცინის მოწოდება მოხდება 22 მარტის კვირაში,” – ამბობს თამარ გაბუნია, საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე
მინისტრის მოადგილემ “ასტრაზენეკას” ვაქცინასთან დაკავშირებულ სიახლეებზეც ისაუბრა. მისი თქმით მარტის ბოლოსთვის ქვეყანაში შესაძლოა “ასტრაზენეკას” ვაქცინის 129 600 დოზაც შემოვიდეს.
“მოლოდინი გვაქვს, რომ მარტის ბოლოს ქვეყანაში ვაქცინაცია უნდა დაიწყოს.” – ამბობს თამარ გაბუნია, საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე
თამარ გაბუნიას განცხადებით, ჯანდაცვის სამინისტროს “ფაიზერის” მწარმოებელთან ხარვეზი არასდროს ჰქონია. მისი თქმით დღეს გამართული სატელეფონო საუბრის საშუალებით დასაზუსტებელი პირობები შეათანხმეს.
ანანო ღუდუშაური