მთავარი ევროპა ვატიკანი რომის პაპი ფრანცისკე ერაყში ჩავიდა

რომის პაპი ფრანცისკე ერაყში ჩავიდა

რომის პაპი ფრანცისკე დღეს ერაყს ესტუმრა. ვიზიტის მიზანი ქრისტიანი უმცირესობების მხარდაჭერაა. 2003 წლიდან, ერაყში ამერიკის შეერთებული შტატების შეჭრის შემდეგ, ქვეყანაში ქრისტიანი მოსახლეობა 83 პროცენტით შემცირდა. რომის პაპის ერაყში ვიზიტი ქვეყანაში კორონავირუსის შემთხვევების მკვეთრ მატებასა და არჩევნების წინა პერიოდის დაძაბულობასაც ემთხვევა.

რომის პაპის ისტორიულ ვიზიტს ქვეყანაში, სადაც მოსახლეობის უმრავლესობა შიიტი მუსულმანია, უამრავი ადამიანი მიესალმება. ეპიდემიოლოგიური მდგომარეობის გათვალისწინებით, რომის პაპის ფრანცისკეს პირველი ვიზიტი საზღვარგარეთ ბოლო 15 თვის განმავლობაში ცუდ დროს ემთხვევა. ინფექციონისტები შეშფოთებას ვერ მალავენ ერაყში კორონავისუსის შემთხვევების მკვეთრ ზდრასთან დაკავშირებით. შექმნილი ვითარების გათვალისწინებით, ვატიკანში პირობა დადეს, რომ უსაფრთხოების ნორმებს დაიცავენ, თუმცა, როგორც ირკვევა, ეს არ არის მათი მთავარი საზრუნავი.

ექსპერტი ვატიკანის საკითხებში, ფრანკა ჯიანსოლდატი აცხადებს, რომ ერაყში ვიზიტი ახლა ძალიან სარისკოა, რადგან ქვეყანაში ერთდროულადაა გამწვავებულია როგორც ეპიდემიოლოგიური, ისე წინასაარჩავენი პოლიტიკური ვითარება. მისი განცხადებით, კვლავ ვრცელდება ცნობები ტერორისტული აქტების შესახებ. ფრანკა ჯიანსოლდატის ინფორმაციით, რომის პაპს ფრანცისკეს მრჩეველებმა ვიზიტის ოქტობრისთვის გადადება ურჩიეს, როცა ქვეყანაში, სავარაუდოდ,  უფრო მშვიდი ვითარება იქნება, თუმცა ის შეთავაზებას არ დათანხმდა. ფრანკა ჯიონსოლდატი ფიქრობს, რომ რომის პაპს ფრანცისკეს, ამ ვიზიტით ერაყის ქრისტიანი მოსახლეობის მიმართ მხარდაჭერის გამოხტვა სურს.

 
რომის პაპი ფრანცისკე ცნობილია როგორც რელიგიათა შორის  ურთიერთთანამშრომლობის აქტიური მხარდმაჭერი. 2019 წელს აბუ დაბიში ვიზიტისას ის იეხ აჰმედ ალ-ტაიებს შეხვდა, რომელიც მნიშვნელოვანი ფიგურაა მსოფლიოს სუნიტი მოსახლეობისთვის. მათ ხელი მოაწერეს დოკუმენტს, რომელიც ქრისტიანებსა და მუსლიმებს შორის დიალოგის წარმართვას ეხმარება. რომის პაპი ფრენცისკე იმედოვნებს, რომ მისი ვიზიტი ერაყში მგავსი შედეგის მომტანი იქნება. თუმცა ფრანკა ჯიასოლდატი აცხადებს, რომ ერაყელმა შიიტებმა რომის პაპს უკვე წინასწარ შეატყობინეს იმის თაობაზე, რომ ისინი რაიმე სახის დოკუმენტზე ხელის მოწერას არ აპირებენ. შესაძლოა ფრანცისკე ამას ელოდა კიდეც, თუმცა ის ფაქტი, რომ შიიტებმა ახლო აღმოსავლეთში მასთან შეხვედრა გადაწყვიტეს, მეტად სიმბოლურია.

რომის პაპი ფრანცისკე იმედოვნებს, რომ მისი ვიზიტი ომებით გატანჯულ ქვეყანაში, სადაც ერთ დროს ქვეყნის დიდ ნაწილს ისლამისტური ძალები აკონტროლებდნენ, გააძლიერებს ეკლესიის როლს და ერაყელ ქრისტიანებს უბიძგებს მონაწილეობა მიიღონ ქვეყნის აღმშენებლობის პროცესში.

საერთაშორისო სწავლების ცენტრის დირექტორი, გაბრეილ იაკოვინო, აცხადებს, რომ რომის პაპის ფრანცისკეს ვიზიტი შესაძლოა ახალი ეტაპის დასაწყისი გახდეს ქვეყანაში, სადაც მრავალი წლის განმავლობაში სექტარიანული დაპირისპირება და აისის-ის მხრიდან იეზიდი და ქრისტიანი მოსახლეობის დევნა მიმდინარეობდა.

რომის პაპი ფრანცისკე ინტერრელიგიურ ლოცვას აბრაამ წინასწარმეტყველის დაბადების ადგილზე აღავლენს, რომელსაც ებრაელები, ქრისტაინები და მუსლიმები თანაბრად აღიარებენ.

უახლესი

სხვა ამბები

რომის პაპირომის პაპი