მთავარი დღის ამბები როგორია შეზღუდვების მიმართ დამოკიდებულება ევროპაში

როგორია შეზღუდვების მიმართ დამოკიდებულება ევროპაში

როგორი დამოკიდებულებაა ევროპაში კორონავირუსის პანდემიის შედეგად დაწესებული შეზღუდვების მიმართ? ამის გასაგებად დიდ ბრიტანეთში, გერმანიაში, საფრანგეთსა და იტალიაში გამოკითხვა ჩატარდა. როგორც აღმოჩნდა საფრანგეთის მოსახლეობის ნახევარს მიაჩნია, რომ კარანტინის დაწესებამ მეტი ზიანი მოიტანა ვიდრე სიკეთე.

კორონავირუსის პანდემიამ ევროპელების ცხოვრების სტილი თავდაყირა დააყენა. იმ ადამიანებისთვის ვისთვისაც გადაადგილების უფლება დიდ ფასეულობას წარმოადგენს კარანტინის გამოცხადება დიდი სიურპრიზი აღმოჩნდა. რამდენად ემორჩილება მოსახლეობა შეზღუდვებს? ამის გასარკვევად ევროპის ოთხ ქვეყანაში გამოკითხვა ჩატარდა.

 
კვლევის თანახმად, იტალიისა და საფრანგეთის მოსახლეობის ნახევარს მიაჩნია, რომ ადამიანები მთავრობის მიერ დაწესებულ შეზღუდვებს არ ემორჩილებიან. გერმანიასა დიდ ბრიტანეთში ეს მაჩვენებელი ნაკლებია.

შეზღუდვები

კარანტინის მიმართ ქვეყნებს შორის დამოკიდებულება განსხვავებულია. ბრიტანელების ორმა მესამედმა განაცხადა რომ შეზღუდვების დაწესება აუცილებელი იყო. ამ დებულებას ეთანხმება გერმანიისა და იტალიის მოსახლეობის ნახევარი. განსხვავებული სურათია საფრანგეთში სადაც ადამიანების 47 პროცენტს მიაჩნია რომ შეზღუდვების დაწესებამ მეტი ზიანი მოიტანა ვიდრე სიკეთე.

შეზღუდვები

პირველი ტალღის პერიოდთან შედარებით ამჟამად ევროპის ქვეყნებში უფრო მსუბუქი ტიპის კარანტინია გამოცხადებული. გერმანელები, იტალიელები და ბრიტანელები თვლიან რომ კარანტინის წესები ადეკვატურია, თუმცა ფრანგების 42 პროცენტი თვლის რომ წესები ზედმეტად მსუბუქია.

გამოკითხვის მიხედვით მოსახლეობის მხოლოდ ნახევარი მიეჩვია კარანტინს. ეპიდემიოლოგების აზრით, ვირუსის გასაჩერებლად შეზღუდვების დაცვა აუცილებელია.  მთავრობები შიშობენ, რომ იმ შემთხვევაში თუ შეზღუდვები ძალაში დარჩება გაიზრდება იმის შანსი რომ ისინი არჩევნებში დამარცხდებიან.

უახლესი

სხვა ამბები

შეზღუდვებიშეზღუდვები
Send this to a friend