მთავარისაქართველო„ნამახვანჰესის“ მშენებლობა

„ნამახვანჰესის“ მშენებლობა

პრემიერ-მინისტრის გუშიდელი დავალების შემდეგ მთავრობის წარმომადგენლები დღეს უკვე იმყოფებოდნენ ცაგერში და მოსახლეობასთან ერთად “ნამახვანჰესის” პროექტი განიხილეს. ნათია თურნავა და ლევან დავითაშვილი ცაგერის კულტურის ცენტრში ადგილობრივებს დარგის ექსპერტებთან ერთად შეხვდნენ და მათ მიერ დასმულ კითხვებს უპასუხეს. შეხვედრის მონაწილე მოსახლეობის თქმით, ისინი ამ ჰიდროელექტროსადგურის მშენებლობის წინააღმდეგ არიან, რადგან მიაჩნიათ, რომ ეს გარემოსთვის საფრთხის შემცველია.

პროექტთან დაკავშირებით შენიშვნები აქვს სამოქალაქო სექტორსაც, ისინი ხელშეკრულებაში ჩადებულ პირობებს აკრიტიკებენ. პრემიერ-მინისტრმა მთავრობის წარმომადგენლებს ცაგერში, ადგილობრივ მოსაახლეობასთან პირდაპირი კომუნიკაცია გუშინ, 4 მარტს, მთავრობის სხდომაზე დაავალა.

უახლესი

სხვა ამბები

00:02:21

EMMY AWARDS 2024

spot_imgspot_img
Send this to a friend