მთავარიCOVID-19პანდემიის მართვის ორი მიდგომა: ბრაზილია და ახალი ზელანდია

პანდემიის მართვის ორი მიდგომა: ბრაზილია და ახალი ზელანდია

ბრაზილიაში კორონავირუსისგან დღემდე 250 ათასი ადამიანი გარდაიცვალა. მიუხედავად ამისა, ქვეყნის პრეზიდენტი ჟაირ ბოლსონარუ შეზღუდვების დაწესებას კვლავ ეწინააღმდეგება. განსხვავებული ვითარებაა ახალ ზელანდიაში, სადაც კორონავირუსისგან ჯამში მხოლოდ 26 ადამიანი გარდაიცვალა. ქვეყნის პრემიერ-მინისტრის ჯასინდა არდერნის განცხადებით, შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე ქვეყანაში შეზღუდვები შემსუბუქდება.

ბრაზილიის პრეზიდენტი ჟაირ ბოლსონარუ პანდემიის უმძიმეს შედეგებს კვლავ არ აღიარებს. სინამდვილეში კორონავირუსისგან ქვეყანაში დღემდე 250 ათასი ადამიანი დაიღუპა.

„სოფლის მეურნეობის წარმომადგენლები არ უნდა დარჩნენ სახლში. ისინი არ უნდა შეუშინდნენ არაფერს. უნდა შეწყდეს ეს წუწუნი. რამდენი ხანი უნდა გააგრძელოთ ტირილი? ჩვენ თვალი უნდა გავუსწოროთ პრობლემებს“, – აცხადებს ბრაზილიის პრეზიდენტი ჟაირ ბოლსონარუ.

 
უსაფრთხოების ზომებს ადგილობრივ მთავრობები ატარებენ. რიო დე ჟანეიროს თვითმართველობის განცხადებით ქალაქში პარასკევიდან კომენდანტის საათი გამოცხადდება. კორონავირუსის გავრცელების შესაჩერებლად ბარებს, რესტორნებსა და კლუბებს სამუშაო საათების შემცირება მოუწევთ.

ქალაქ სან პაულუს მოსახლეობა ჩინური წარმოების კორონავაკის ვაქცინით ადგილობრივ ვაქცინაციის ცენტრში იცრება. ბევრი მიიჩნევს რომ ვაქცინაციის კამპანია ზედმეტად ნელა მიმდინარეობს. სიკვდილიანობის მაჩვენებლით ბრაზილია მსოფლიოში მეორე ადგილას იმყოფება.

ახალ ზელანდიაში საკარანტინო წესები შემსუბუქდა. პანდემიის დაწყებიდან ქვეყანაში კორონავირუსისგან მხოლოდ 26 ადამიანი გარდაიცვალა.

„იმის გათვალისწინებით რომ ბოლო დროს ახალი შემთხვევები არ გამოვლენილა გადავწყვიტეთ, რომ ოკლენდში შეზღუდვების მეორე დონეზე გადავიდეთ, ხოლო დანარჩენ ქვეყანაში შეზღუდვების პირველი დონე დაწესდება“, – აცხადებს ახალი ზელანდიის პრემიერ-მინისტრი ჯასინდა არდერნი.

 

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend