მთავარი ამერიკა აშშ ვაშინგტონში კაპიტოლიუმზე თავდასხმის მოლოდინში უსაფრთხოების ზომები გამკაცრდა

ვაშინგტონში კაპიტოლიუმზე თავდასხმის მოლოდინში უსაფრთხოების ზომები გამკაცრდა

ამერიკის შეერთებული შტატების დედაქალაქში უსაფრთხოების ზომები გამკაცრდა. ამოუცნობმა ჯგუფმა, რომელიც ძალადობრივ ექსტრემიზმს უჭერს მხარს, თებერვალში განაცხადა, რომ მარტის დასაწყისში „ამერიკის შეერთებული შტატების კაპიტოლიუმზე კონტროლს დააწესებდნენ და დემოკრატ კანონმდებლებს გააძევებდნენ.“ ამ ინფორმაციას შეერთებული შტატების შიდა უსაფრთხოების დეპარტამენტი და გამოძიების ფედერალური ბიურო ავრცელებენ.

შეერთებული შტატების დედაქალაქში უსაფრთხოების ზომები გამკაცრდა. უსაფრთხოების სამსახურებმა ეს გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღეს, რაც პოლიციამ გაფრთხილება გამოაქვეყნა, რომ კაპიტოლიუმზე შესაძლოა თავდასხმა განხორციელდეს.

პალატის სპიკერის, ნენსი პელოსის განცხადებით, ეროვნული გვარდია ვაშინგტონის წინ მანამდე უნდა დარჩეს, სანამ იარსებებს მორიგი თავდასხმის საფრთხე.

 

“ვიმედოვნებ, რომ დღეს უსაფრთხოდ გრძნობდით თავს. ჩვენ ახლა ბევრად უფრო წინ ვართ, ვიდრე ცოტა ხნის წინ ვიყავით. შენობა გარშემორტყმულია ღობით. გარეთ ეროვნული გვარდია დგას. მაგრამ ამ ყველაფრის მიუხედავად, ჩვენ არ გვინდა, რომ ეს სიტუაცია გვქონდეს და გვსურს, რომ ამ ქვეყანაში ყველამ სცეს კაპიტოლიუმს პატივი“,- ამბობს ნენსი პელოსი.

ექვს იანვარს პრეზიდენტ დონალდ ტრამპის მხარდამჭერები კონგრესის შენობაში შეიჭრნენ და არჩეული პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის გამარჯვების დამტკიცების პროცესის ჩაშლა სცადეს. დაპირისპირებისას 4 დემონსტრანტი და ერთი პოლიციელი გარდაიცვალა.

ნენსი პელოსის განცხადებით, კონგრესში დამოუკიდებელ საგამოძიებო კომისია შეიქმნება, რომელიც ტრამპის მხარდამჭერების მიერ კაპიტოლიუმის შენობაზე თავდასხმის ფაქტებსა გამოიძიებს.

უახლესი

სხვა ამბები

უსაფრთხოების ზომები გამკაცრდაუსაფრთხოების ზომები გამკაცრდა