მთავარიCOVID-19"ვაქცინაციის ერები" - ისრაელი, დანია და ავსტრია ვირუსის წინააღმდეგ გაერთიანდნენ

“ვაქცინაციის ერები” – ისრაელი, დანია და ავსტრია ვირუსის წინააღმდეგ გაერთიანდნენ

„ვაქცინაციის ერები“ – ასე მოიხსენიებს ისრაელის პრემიერ-მინისტრი ავსტრიის, დანიისა და ისრაელის ქვეყანათა გაერთიანებას.

ბენიამინ ნეთანიაჰუმ ავსტრიის კანცლერს და დანიის პრემიერ მინისტრს სავარჯიშო დარბაზი აჩვენა, სადაც შესვლა მხოლოდ ვაქცინირებულ მოსახლეობას შეუძლია.

ქვეყნები კვლევისა და განვითარების ერთობლივ ფონდს ქმნიან, და აპირებენ სხვადასხვა პროექტების განხორციელებას ევროპასა და ისრაელში.

”მე ვფიქრობ, რომ მნიშვნელოვანია ერთად ვიმუშაოთ და არა მხოლოდ ვირუსის წინააღმდეგ ვიბრძოლოთ, არამედ სამომავლოდაც  მისი მუტაციები დავამარცხოთ”, – ამბობს ავსტრიის კანცლერმა სებასტიან კურცმა.

 
დანიის პრემიერ-მინისტრის თქმით, იგი ისრაელის ვაქცინაციის პროგრამით შთაგონებულია.

„ვფიქრობ, რომ დღევანდელმა შეხვედრამ დიდი შთაგონება მომცა. ჩემი აზრით, ქვეყნებს შორის ასეთი სახის თანამშრომლობა ძალიან სასარგებლოა და თან, საქმე ეხება საწარმოო შესაძლებლობის გაერთიანებებს“,- განაცხადა დანიის პრემიერ-მინისტრმა მეტე ფრედერიკსენმა.

დანია და ავსტრია ევროკავშირს აკრიტიკებენ იმის გამო, რომ  ვაქცინაციის პროგრამა უფრო ნელა მიმდინარეობს. საფრანგეთი არ ეთანხმება მათ და მიიჩნევს, რომ ევროკავშირი სასურველი შედეგის მისაღწევად მაქსიმალურად ეფექტიანად და სწრაფად მუშაობს.

ისრაელმა, სადაც მოსახლეობა დაახლოებით 9 მილიონი ადამიანია, 90%-ს უკვე ჩაუტარა ვაქცინაცია. ხოლო ავსტრიამ კი 9 მილიონი ადამიანიდან ჯერ მხოლოდ 5.5% აცრა.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend