კომპანია “ამაზონმა” ევროპაში ბიზნესის გაფართოების მიზნით ლონდონში პირველი სუპერმარკეტი გახსნა, სადაც მომხმარებლები გამყიდველის გარეშე შეძლებენ პროდუქციის შეძენას. ამერიკის ფარგლებს გარეთ ამაზონისთვის ეს პირველი სუპერმარკეტია. ამ ტიპის სუპერმარკეტები მომხმარებლებს შორის პანდემიის დროს ძალიან პოპულარულია.
“ჯერ აპლიკაცია უნდა ჩამოტვირთოთ, სუპერმარკეტში შესვლისას QR კოდი დაასკანეროთ, შემდეგ კალათაში მოათავსებთ პროდუქცია, რომლის შეძენაც გინდათ. საფასურს კი წინასწარ შექმნილი ანგარიშის საშუალებით იხდით. სულ ეს არის, ძალიან მარტივია”, – განაცხადა ადგილობრივმა მცხოვრებმა ერიკა ელიმ.
“ვფიქრობ, მთავარი უპირატესობა ის არის, რომ როცა ჩვეულებრივ სუპერმარკეტში მიდიხარ სალაროსთან რიგში ხშირად 15 წუთზე მეტ ხანს გიწევს რიგში დგომა, აქ კი არა”, – ამბობს ადგილობრივი მცხოვრები ბენჯამინ როჯერსი.
“Amazon Go” ბრენდის ქვეშ ამერიკის შეერთებულ შტატებში 26 სუპერმარკეტი და ორი დიდი სასურსათო ჰიპერმარკეტი აქვს. კომპანია სასურსათო ჰიპერმარკეტის გახსნას ბრიტანეთის ბაზარზეც აპირებს.