თითქმის 8300 ადამიანი ჩეხეთის საავადმყოფოებში მკურნალობს – ეს პანდემიის დაწყებიდან დღემდე რეკორდული მაჩვენებელია. საავადმყოფოები ბევრს რეგიონშია გადატვირთული და პაციენტებს უკეთესად აღჭურვილი ოთახები სჭირდებათ.
მთავრობა Covid-19- ის გავრცელების შესაჩერებლად ახალი ზომების მიღებას ცდილობს. იხურება საბავშვო ბაღები და კომპანიებში თანამშრომლების ტესტირება სავალდებულო ხდება.
„ჩვენ ისეთი ხალხი გვყავს, რომლებიც ქარხნებში, წარმოებაში მუშაობენ და შესაბამისად მათთვის შეუძლებელია სახლიდან მუშაობა. ჩაკეტვის შედეგიანობა ახლა ტესტირებასა და სხვა შეზღუდვებზეა დამოკიდებულ., თუ გამოავლენს ეს კომპანიაში ახალ შემთხვევებს“,- ამბობს სოციოლოგი დანიელ პროკოპი.
კომპანიებმა, რომელშიც 50 ზე მეტი თანამშრომელი მუშაობს ტესტები შეუკვეთეს. მაგალითად ასეთია ლუდსახარში პილსნერ ურქუელი, სადაც 2000 მეტი ადამიანი სხვადასხვა ფილიალშია დასაქმებული. 1000 მდე ადამიანი კი ქალაქ პილსენში მუშაობს.
„ჩვენ გასული კვირიდან ნებაყოფლობით დავიწყეთ ჩვენი თანამშომლების ტესტირება. მასშტაბს მომდევნო კვირიდან გავზრდით, რომ 12 მარტისთვის ტესტირება ყველას გავლილი ჰქონდეს“,-ამბობს პილსნერ ურქუელის დირექტორი რუდოლფ სლეჰოფერი.
დაახლოებით 10 000 ჩეხურ ფირმაში,2 მილიონზე მეტი ადამიანმა, უნდა გაიაროს ტესტირება 14 დღის განმავლობაში. მთავარი კითხვა ახლა ისაა მოხერხდება თუ არა ეს დროულად და იქნება თუ არა საკმარისი?
„ჩეხეთში ჩვენ შეცდომები დავუშვით და ისეთი სტრატეგია ავირჩიეთ, რომელიც პანდემიას შუა რიცხვებში აჩერებდა. ამიტომ ყველაფერი ხელიდან გვეცლებოდა, შეზღუდვები გვიან შემოვიღეთ, რაც საკმარისიც არ იყო. მთავარი სტრესი ახლა ვაქცინაციას უკავშირდება, რომელიც ხანდაზმულებში შობის შემდეგ დაიწყო“, – ამბობს სოციოლოგი დანიელ პროკოპი
„ვაქცინაცია ერთ – ერთია იმ რამდენიმე ნაბიჯიდან, რომელიც მთელ მოსახლეობას შეიძლება დაეხმაროს კორონავირუსის კრიზისის დაძლევაში“,- ამბობს ექიმი მარეკ სტეფანი
250 000 ადამიანი უკვე აიცრა. ძირითადად სამედიცინო პერსონალმა და 80 წელს გადაცილებულებმა ვაქცინის მეორე დოზაც მიიღეს. მთავრობა გეგმავს ვაქცინაციიის პროგრამის გაძლიერებას და უფრო მეტი ვაქცინაციის ცენტრის გახსნას.
ის თუ რამდენად ეფექტიანია ახალი შეზღუდვები 14 დღეში გამოჩნდება.