მთავარიევროპაშვედეთიტერაქტი შვედეთში - არიან დაშავებულები

ტერაქტი შვედეთში – არიან დაშავებულები

შვედეთის სამხრეთში მდებარე ქალაქ ვეტლანდაში 20 წლამდე ახალგაზრდა 20- მდე ადამიანს დაესხა თავს. გავრცელებული ინფორმაციით, თავდამსხმელი ნაჯახით იყო შეიარაღებული, პოლიციამ მას ჯერ ესროლა, შემდეგ კი დააკავა. თავდასხმის შედეგად გარდაცვლილთა შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება, თუმცა ქვეყნის შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, რამდენიმე ადამიანს მძიმე დაზიანებები აქვს. შვედეთის პრემიერ-მინისტრმა, სტეფან ლევენმა, დაგმო მომხდარი ფაქტი და განაცხადა, რომ ტერაქტის გამოძიებაში, შვედეთის ეროვნული უსაფრთხოების სამსახურიც ჩაერთვება.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend