მთავარისაქართველოსუბსიდირების პროგრამა თბილისის რესტორნებისთვის

სუბსიდირების პროგრამა თბილისის რესტორნებისთვის

თბილისის რესტორნებისთვის მთავრობამ  სუბსიდირების პროგრამა აამოქმედა. ფინანსური დახმარება კვების მცირე და საშუალო ობიექტებისთვის ერთჯერადად 5 ათასი ლარით განისაზღვრა. იმ შემთხვევაში თუ ერთი კომპანია ერთზე მეტ რესტორანს ფლობს, ეს დაფინანსება 10 ათას ლარს შეადგენს. ამ  პროგრამისთვის მთავრობის ბიუჯეტში 2 მილიონი ლარი გამოიყოფა.

“პანდემიამ ეკონომიკის თითქმის ყველა დარგი დააზარალა. კრიზისმა განსაკუთრებული პრობლემა შეუქმნა ტურიზმის სექტორსა და  კვების იმ ობიექტებს, რომლებიც დამოკიდებული არიან ტურისტების ნაკადზე.  მცირე და საშუალო ზომის ბიზნესის სუბსიდირების პროგრამის ინიციატივა, თბილისის მერიას ეკუთვნის, ცენტრალური მთავრობა კი მზად არის მას მხარი დაუჭიროს”, – ამბობს ირაკლი ღარიბაშვილი, საქართველოს პრემიერ-მინისტრი

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend