მთავარი ევროპა უკრაინა შარლ მიშელის ვიზიტი უკრაინაში დასრულდა

შარლ მიშელის ვიზიტი უკრაინაში დასრულდა

ევროპული საბჭოს პრეზიდენტის ვიზიტი უკრაინაში დასრულდა.  შარლ მიშელმა უკრაინას ევროკავშირის მხრიდან დახმარება აღუთქვა. ევროპელმა ლიდერმა უკრაინის ხელისუფლებას კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის გაძლიერებისაკენ და სასამართლო სისტემის რეფორმირებისაკენ მოუწოდა. შარლ მიშელმა უკრაინაში ორი დღე დაჰყო და ეწვია დონბასის და ლუჰანსკის რეგიონებს. დონბასის რეგიონში ვიზიტისას ევროპელმა ლიდერმა რეგიონის დახმარებისათვის ახალი ეკონომიკური პროექტის დაწყების შესახებაც გამოაცხადა.

“ჩვენ სულ ახლახანს რუსეთის ფედერაციისათვის ალექსეი ნავალნის საქმესთან დაკავშირებით სანქციების დაწესების შესახებ მივიღეთ გადაწყვეტილება. ევროკავშირი ერთიანია გადაწყვეტილებაში – ვიყოთ შეუპოვრები და მტკიცენი ჩვენი ინტერესების დაცვისას. მარტის ბოლოს ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების მთავრობის მეთაურთა მონაწილეობით, ჩვენ განვიხილავთ ზოგად სტრატეგიას, თუ  როგორ შევასრულოთ უფრო მნიშვნელოვანი როლი რეგიონში სტაბილურობის შენარჩუნების მიზნით”, – შარლ მიშელი ევროპული საბჭოს პრეზიდენტი.

მაიდანის მოვლენებისა და მას შემდეგ რაც პრეზიდენტმა იანუკოვიჩმა რუსეთის ფედერაციას შეაფარა თავი, ევროკავშირი უკრაინას ფინანსურ და პოლიტიკურ მხარდაჭერას უწევს.

უახლესი

სხვა ამბები

შარლ მიშელიშარლ მიშელი
Send this to a friend