მთავარიამერიკააშშენტონი ბლინკენის განცხადებით, ჩინეთი მსოფლიოსთვის ყველაზე დიდ საფრთხეს წარმოადგენს

ენტონი ბლინკენის განცხადებით, ჩინეთი მსოფლიოსთვის ყველაზე დიდ საფრთხეს წარმოადგენს

ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის მდივნის, ენტონი ბლინკენის, განცხადებით ამერიკისთვის ყველაზე დიდ საფრთხეს ჩინეთი წარმოადგენს. მისი თქმით, იმ შემთხვევაში თუ ამერიკა სისუსტეს გამოავლენს, ამით აუცილებლად ისარგებლებს ჩინეთი.

“ამერიკას ბევრი ქვეყანა უქმნის პრობლემებს, მათ შორის:რუსეთი, ირანი, ჩრდილოეთ კორეა. სერიოზული კრიზისია იემენში, ეთიოპიასა და მიანმარში. თუმცა, ჩინეთიდან მომავალი საფრთხე სულ სხვა მასშტაბისაა. ჩინეთს აქვს საკმარისი ეკონომიკური, დიპლომატიური, სამხედრო და ტექნოლოგიური რესურსი რომ საერთაშორისო სისტემა შეარყიოს. მათ შეუძლიათ გავლენა იქონიონ მსოფლიოში არსებულ ღირებულებებსა და კანონებზე. ჩვენ აუცილებლად დავუპირისპირდებით ჩინეთს თუ ამის საჭიროება იქნება. აუცილებელია ვაჩვენოთ მათ ჩვენი სიძლიერე. ამისათვის საჭიროა ვითანამშრომლოთ ჩვენს მოკავშირეებთან და პარტნიორებთან, რადგან ჩინეთი აუცილებლად შეავსებს ამერიკის მიერ დატოვებულ ვაკუუმს”, – აცხადებს ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი.

უახლესი

სხვა ამბები

00:02:21

EMMY AWARDS 2024

spot_imgspot_img
Send this to a friend