მე-4 ბრიგადის ტერიტორიაზე ჯარისკაცმა თავი მოიკლა, ამის შესახებ ინფორმაცია საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ გაავრცელა. უწყების ცნობით 3 მარტს, მე-4 ბრიგადის ტერიტორიაზე სამხედრო მოსამსახურემ ცეცხლსასროლი იარაღით თვითმკვლელობა სცადა, მოგვიანებით კი საავადმყოფოში გარდაიცვალა. მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.