საერთაშორისო მედია უფლებების დამცველმა ორგანიზაციამ გერმანელ პროკურორებთან ერთად საუდის არაბეთის პრინცის და მისი ოთხი მაღალჩინოსნის წინააღმდეგ სარჩელი შეიტანა. სარჩელი კაცობრიობის წინააღმდეგ დანაშაულის ჩადენის ბრალდებას და ჟურნალისტ ჯამალ ხაშოგის მკვლელობას შეეხება.
გერმანული სამართლის თანახმად სარჩელის შეტანის უფლება ყველას აქვს, გერმანული მხარე კი ვალდებულია სარჩელის განხილვის შემდეგ გადაწყვიტოს რამდენად მიზანშეწონილია გამოძიების ჩატარება.
“როდესაც საქმე კაცობრიობის წინააღმედგ ჩადენილ დანაშაულს ეხება გერმანულ სამართლის სისტემას მსოფლიოში ერთ-ერთი უძლიერესი ბერკეტები აქვს ხელთ. გერმანელი პროკურორი, რომლის მეშვეობითაც ჩვენ ეს სარჩელი შევიტანეთ, სწორედ ის პროკურორია, რომელმაც რამდენიმე დღის წინ სირიელი ოფიცრისათვის გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანაში დიდი წვლილი შეიტანა”, – ქრისტოფ დელოირი, ორგანიზაცია „ჟურნალისტები საზღვრების გარეშეს“ გენერალური დირექტორი.
საუდის არაბეთის პრინცისა და მისი ოთხი მაღალჩინოსნის წინააღმდეგ შეტანილი სარჩელი ასევე მოიცავს 34 ჟურნალისტის საქმის დეტალებსაც, სადაც საუბარია მათზე პოლიტიკური მიზნებით სისტემურ თავდასხმებზე. გამოიკვეთა ბრალდებული პირების სამსახურეობრივი კავშირი ჯამალ ხაშოგის მკვლელობასთან, ბაიდენის ადმინისტრაციის მიერ კი გამოქვეყნდა ამერიკის შეერთებული შტატების უშიშროების სამსახურის მიერ მომზადებული დოკუმენტი, სადაც საუბარია საუდის არაბეთის პრინცის მიერ ჟურნალისტის მკვლელობის შესახებ გაცემულ ბრძანებაზე.