ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის, ვიზიტი უკრაინაში დასასრულს უახლოვდება. დიპლომატმა კიდევ ერთხელ დაუდასტურა უკრაინას ევროკავშირის მხარდაჭერა. უკრაინის აღმოსავლეთ რეგიონში, დონბასში, პრეზიდენტ ვოლოდომირ ზელენსკისთან შეხვედრისას, შარლ მიშელმა რუსეთის ფედერაციას მინსკის შეთანხმების სრულად შესრულებისაკენ მოუწოდა.
“ევროკავშირმა უკრაინას კონფლიქტით გამოწვეული ზიანის აღდგენისათვის წელს დიდი დახმარება გაუწია. ჩვენ ახლა ვიწყებთ დონბასის რეგიონის ეკონომიკური და სოციალური განვითარების პროგრამას. მე მინდა კიდევ ერთხელ განვუცხადო პრეზიდენტ ზელენსკის და უკრაინის მოსახლეობას, თქვენ მარტო არ ხართ, ჩვენ თქვენს მხარეზე ვართ”, – შარლ მიშელი ევროპული საბჭოს პრეზიდენტი.
შარლ მიშელის თქმით ევროკავშირი რუსეთის ფედერაციას სანქციებს მანამ გაუხანგრძილევებს სანამ რუსეთის ფედერაცია უკრაინის კონფლიქტის მხარე იქნება. სამშვიდობო ხელშეკრულება გასულ ივლისს გაფორმდა, თუმცა შეტაკებები გრძელდება. შარლ მიშელისა და ვოლოდომირ ზელენსკის შეხვედრამდე რამდენიმე საათით ადრე სეპარატისტებთან შეტაკებაში უკრაინელი ჯარიკსაცი დაიღუპა.
ევროპელმა ლიდერმა შეხვდა ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებს და მოინახულა კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაციის ცენტრიც. უკრაინის პრეზიდენტის ვოლოდომირ ზელენსკის განცხადებით, შარლ მიშელის ვიზიტი უკრაინაში დასტურია იმისა, რომ უკრაინა სამშვიდობო მისწრაფებების თვალსაზრისით მარტო არ არის. აღმოსავლეთ უკრაინაში მიმდინარე კონფლიქტში უკვე 13 ათასზე მეტი ადამიანი დაიღუპა.