მთავარისაქართველოEMC-იმ "ნამახვანჰესზე" სახელმწიფოს მიერ დადებული ხელშეკრულების პირობების ანალიზი გამოაქვეყნა

EMC-იმ “ნამახვანჰესზე” სახელმწიფოს მიერ დადებული ხელშეკრულების პირობების ანალიზი გამოაქვეყნა

ნამახვანჰესის ხელშეკრულებით სახელმწიფო ინტერესები კერძო კომპანიის სასარგებლოდაა დათმობილი – ამის შესახებ ისაუბრეს დღეს ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრის პრესკონფერენციაზე. ორგანიზაციის განცხადებით ნამახვანჰესის პროექტზე მთავრობასა და ინვესტორს შორის გაფორმებული ხელშეკრულებით ნათელია, რომ პროექტს არათუ ვერ ექნება ის წვლილი ქვეყნის ენერგოუსაფრთხოებაში, რაზეც მთავრობა მიუთითებს, არამედ შეთანხმება ქვეყნის ბიუჯეტისთვის მძიმე და განუსაზღვრელ ფისკალურ ტვირთებს ითვალისწინებს.

ხელშეკრულებიდან ასევე ჩანს, სახელმწიფოს მიერ კომპანიისთვის მიცემული არაერთი გარანტია და მხარდაჭერის პირობა, რამაც შესაძლებელი გახადა კანონმდებლობის მკაცრი მოთხოვნების გვერდის ავლით, მშენებლობის პროცესის დაწყება. ორგანიზაციის განცხადებით, ხელშეკრულების ანალიზი აჩვენებს, რომ კომპანია საქართველოს ბუნებრივ რესურსს უსასყიდლოდ ითვისებს და არ იღებს ვალდებულებას ენერგიის შიდა ბაზარზე რეალიზების. როგორც პრესკონფერენციაზე განაცხადეს, შეთანხმებით ფაქტობრივად ყველა შესაძლო ბიზნეს რისკი, კომპანიის სასარგებლოდ, სახელმწიფო ბიუჯეტით არის დაზღვეული.

ორგანიზაციის განცხადებით, ეკონომიკის სამინისტრო ამ ხელშეკრულებას დიდი ხნის განმავლობაში არ ასაჯაროებდა  და მხოლოდ 2021 წლის 7 თებერვალს გასაჯაროვდა, როცა გამომძიებელ ჟურნალისტთა გაერთიანება ifact-მა დოკუმენტის ნაწილი მოიპოვა და გამოაქვეყნა.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend