მთავარიCOVID-19საქართველო "ასტრაზენეკას" ვაქცინის 129,600 დოზას მიიღებს

საქართველო “ასტრაზენეკას” ვაქცინის 129,600 დოზას მიიღებს

საქართველო კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის მიმღები ქვეყნების სიაშია. ქვეყანა “ასტრაზენეკას” 129,600 ხოლო “ფაიზერის” 29,250 დოზას მიიღებს. ინფორმაცია COVAX პლატფორმის ვებგვერდზე გამოქვეყნდა. ვაქცინის ქვეყანაში გამოგზავნის თარიღი პლატფორმაზე არ არის მითითებული.

ინფექციური საავადმყოფოს გენერალურმა დირექტორმა თენგიზ ცერცვაძემ მედიასთან განაცხადა, რომ საქართველო უნდა დაელოდოს საერთაშორისოდ აღიარებული ვაქცინის შემოსვლას, რაც ორი-სამი კვირით გადავადდება.

“ჩვენ მზად ვიყავით ჩინური ვაქცინის შემოსატანად დიდი ხნის წინ, გახსოვთ რა ამბავი ატყდა? ჩვენ გვინდა ყველაზე კარგი ხარისხის ვაქცინა და ა.შ. კი ბატონო, ქვეყნის ხელმძღვანელობამ ისმინა მათი და ჩინური ვაქცინა არ შემოიტანა. ველოდებით საერთაშორისოდ აღიარებულ ამერიკულ- ევროპულ ვაქცინებს”, – ამბობს თენგიზ ცერცვაძე.

 

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend