რუსი ოპოზიციონერის ალექსეი ნავალნის მოწამვლისა და დაპატიმრების ფაქტთან დაკავშირებით ამერიკის შეერთებულმა შტატებმა რუს მაღალჩინოსნებსა და ბიზნესებს სანქციები დაუწესა. ეს არის ბაიდენის ადმინისტრაციის მიერ რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციების პირველი შემთხვევა. ალექსეი ნავალნის დევნაში მონაწილე ადამიანებზე სანქციები დააწესა ევროკავშირმაც. ჯო ბაიდენის განცხადებით, ტრამპის ადმინისტრაციისგან განსხვავებით, მისი კაბინეტი რუსეთის მიმართ უფრო მკაცრი იქნება.
„ბაიდენის ადმინისტრაცია მხარს უჭერს მსგავს სტრატეგიას. ტრამპის პრეზიდენტობისას სახელმწიფო ხაზინას, სახელმწიფო დეპარტამენტს და პენტაგონს სურდათ სანქციების დაწესებას, თუმცა თვითონ პრეზიდენტი თავს იკავებდა და ამ საკითხს არ აქცევდა ყურადღებას. იგი უარს ამბობდა დახმარებოდა რუს დისიდენტებს, ოპოზიციასა და აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებს“, – აცხადებს საერთაშორისო მიმომხილველი მეთიუ ლი.