ევროპული საბჭოს პრეზიდენტი, შარლ მიშელი, საქართველოდან უკრაინაში გაემგზავრა. საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის, დავით ზალკალიანის, შეფასებით ევროპული საბჭოს პრეზიდენტის ვიზიტი დროული და შინაარსიანი იყო. მისი თქმით, ის, რომ შარლ მიშელი უშუალოდ იყო ჩართული შიდა პოლიტიკური მოვლენების მოწესრიგების პროცესში, იმას მიანიშნებს, რომ საქართველოში სტაბილური გარემო ევროკავშირისთვის მნიშვნელოვანია.