მთავარიამერიკააშშპენტაგონი უკრაინის ჯარს 125 მილიონი დოლარით დაეხმარება

პენტაგონი უკრაინის ჯარს 125 მილიონი დოლარით დაეხმარება

პენტაგონის განცხადებით, უკრაინის სამხედრო ძალების დასახმარებლად ამერიკის შეერთებული შტატები 125 მილიონ დოლარს გამოყოფს. პენტაგონის პრესსპიკერის ჯონ კირბის განცხადებით, დახმარება ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის დაცვასა და ნატოს სტანდარტებთან დაახლოებას მოხმარდება.

„დეპარტამენტის გადაწყვეტილებით უკრაინის თავდაცვის ხელშეწყობის ინიციატივის ფარგლებში უკრაინა 125 მილიონი დოლარის ღირებულების დახმარებას მიიღებს. ეს თანხა მოხმარდება ქვეყნის ჯარის გადამზადებასა და აღჭურვილობის განახლებას, რაც უკრაინის ტერიტორიული მთლიანობის უზრუნველყოფის და ქვეყნის ნატოს სტანდარტებთან დაახლოების წინაპირობაა. თავდაცვითი ლეტალური იარაღის მიწოდებით ჩვენ ვეხმარებით უკრაინას წინააღმდეგობა გაუწიოს  რუსულ აგრესიას“, – აცხადებს პენტაგონის პრესსპიკერი ჯონ კირბი.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend