საერთაშორისო მოგზაურობა და ტურიზმი შეიძლება მალე შესაძლებელი გახდეს. მარტის ბოლოს ევროკომისია წარადგენს „მწვანე პასპორტების“ გეგმას, რომლის საშუალებით ადამიანებს გადაადგილების შესაძლებლობა მიეცემათ.
ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა ტვიტერზე განაცხადა, რომ ციფრულ პასპორტების საშუალებით დადგინდება აქვს თუ არა ადამიანს გაკეთებული ვაქცინა ან კოვიდ ტესტი.
ციფრული სერტიფიკატების საკითხი ევროკავშირის სამიტის მთავარი თემა იყო. გერმანიის კანცლერის ანგელა მერკელის განცხადებით, “მწვანე პასპორტების” სისტემა შესაძლებელია 3 თვეში ამუშავდეს.
კოვიდ პასპორტების საკითხს აქტიურად განიხილავენ ევროკავშირში. საბერძნეთში, რომლის ეკონომიკა მჭიდროდაა დაკავშირებული ტურიზმთან, სურთ რომ სერტიფიკატის წარდგენის შემთხვევაში ადამიანებს ტესტის გაკეთებისა და კარანტინის თავიდან არიდების საშუალება მიეცეთ. საფრანგეთსა და გერმანიაში კი მიაჩნიათ რომ ასეთი სისტემა საზოგადოებას ორად გაყოფს და ახალ იერარქიებს წარმოშობს.